დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თანამდებობრივი სარგოების, თანამდებობრივი სარგოს დანამატებისა და სოციალური დაცვის გარანტიების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 15 თებერვლის №82 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1011 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 30/11/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 140, 01/12/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №1011
2005 წლის 30 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თანამდებობრივი სარგოების, თანამდებობრივი სარგოს დანამატებისა და სოციალური დაცვის გარანტიების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 15 თებერვლის №82 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თანამდებობრივი სარგოების, თანამდებობრივი სარგოს დანამატებისა და სოციალური დაცვის გარანტიების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 15 თებერვლის №82 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №20, მუხ. 184) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
ა) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე – 730 ლარი;
ბ) სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე – 710 ლარი;
გ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე – 685 ლარი;
დ) სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე – 675 ლარი;
ე) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს პალატის (კოლეგიის) თავმჯდომარე – 660 ლარი;
ვ) სააპელაციო სასამართლოს პალატის (კოლეგიის) თავმჯდომარე – 650 ლარი;
ზ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე – 635 ლარი;
თ) სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე – 625 ლარი;
ი) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარე – 625 ლარი;
კ) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე – 600 ლარი.“.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები