"ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ" საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
"ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ" საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 07/04/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110408001, 08/04/2011
სარეგისტრაციო კოდი 300280000.16.009.016016
  • Word
5
07/04/2011
ვებგვერდი, 110408001, 08/04/2011
300280000.16.009.016016
"ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ" საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის

დადგენილება №5

2011 წლის 7 აპრილი

. ქუთაისი

ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, მე-11 მუხლის პირველი პუნქტის, 42-ე და 43 -ე მუხლების საფუძველზე, ვადგენთ:

მუხლი 1. ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში (სსმ III, 2008 წლის 8 დეკემბერი, 175, მუხ. 1791) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები::

1. დადგენილების პირველი მუხლის პირველი და მეორე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ჰიდროელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიის გასაყიდი ზღვრული ტარიფები(ზედა ზღვარი):

ა) შპს „ვარციხე-2005“ – 1.25 თეთრი/კვტს;

ბ) შპს „ჯორჯიან უოთერ ანდ ფაუერი“(ჟინვალჰესი) – 1.83 თეთრი/კვტს;

გ) სს „ენერგო–პრო ჯორჯია“ (ლაჯანურჰესი) – 3.8 თეთრი/კვტს;

დ) სს „ენერგო–პრო ჯორჯია“ (გუმათჰესების კასკადი) – 3.64 თეთრი/კვტს;

ე) სს „ენერგო–პრო ჯორჯია“ (ძევრულჰესი) – 3.85 თეთრი/კვტს;

ვ) სს „ენერგო–პრო ჯორჯია“ (რიონჰესი) – 3.5 თეთრი/კვტს;

ზ) სს „ენერგო–პრო ჯორჯია“ (შაორჰესი) – 3.82 თეთრი/კვტს;

თ) სს „ენერგო–პრო ჯორჯია“ (ორთაჭალჰესი) – 2.5 თეთრი/კვტს;

ი) სს „ენერგო–პრო ჯორჯია“ (საცხენისიჰესი) – 2.33 თეთრი/კვტს;

კ) სს „ენერგო–პრო ჯორჯია“ (აწჰესი) – 3.85 თეთრი/კვტს;

ლ) სს „ზაჰესი“ – 1.42 თეთრი/კვტს;

მ) შპს „მუნლეიკ–ჯორჯია (ძევრულჰესის I აგრეგატი) – 3.0 თეთრი/კვტს;

ნ) შპს „აღმოსავლეთის ენერგოკორპორაცია“ – 8.75 თეთრი/კვტს.

2. ჰიდროელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიის გასაყიდი გრძელვადიანი ზღვრული ტარიფები (ზედა ზღვარი):

ა) სს „ხრამჰესი 1“:

ა.ა) 2011 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით – 2,3 თეთრი/კვტს;

ა.ბ) 2014 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით – 8.2 თეთრი/კვტს;

ა.გ) 2019 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით – 7.7 თეთრი/კვტს;

ა.დ) 2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით – 2.3 თეთრი/კვტს.

ბ) სს „ხრამჰესი 2“:

ბ.ა) 2011 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით – 3.5 თეთრი/კვტს;

ბ.ბ) 2014 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით – 9.4 თეთრი/კვტს;

ბ.გ) 2019 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით – 8.9 თეთრი/კვტს;

ბ.დ) 2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით – 3.5 თეთრი/კვტს“.

2. დადგენილების მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 17. ტარიფების მოქმედების პერიოდი და კორექტირების პირობები

1. საქართველოს ენერგეტიკის სექტორში სტაბილური საინვესტიციო გარემოს შექმნის უზრუნველყოფის მიზნით წინასწარ განსაზღვრული ფიქსირებული ტარიფების გრძელვადიანი პერიოდისათვის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 24 სექტემბრის №26 დადგენილების მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული ტარიფების კორექტირების მექანიზმები გავრცელდეს ამ დადგენილების მე-8 მუხლით დადგენილ ტარიფებზე და მათი მოქმედება განისაზღვროს 2015 წლის პირველ სექტემბრამდე.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სს „ხრამჰესი-2“-ს შორის 2008 წლის 10 დეკემბერს დადებული ხელშეკრულებით „იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის – სააგენტოს მიერ, სს „ხრამჰესი–2“-ის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი კრედიტიდან ათვისებული თანხების სახელმწიფოსათვის დაბრუნების შესახებ“ გარანტირებული მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, სს „ხრამჰესი–2“-ის ელექტროენერგიის წარმოების გრძელვადიანი ზღვრული ტარიფი (ზედა ზღვარი) ყოველწლიურად გაკორექტირდეს იმ შემთხვევაში, თუ კორექტირების განხორციელებისას, ლარის კურსის ცვლილება იაპონურ იენთან შეადგენს წელიწადში 7%-ზე მეტს, იმ კურსთან მიმართებაში, რომელიც არსებობდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 1 აპრილის 4 დადგენილებით ტარიფის დამტკიცების მომენტისთვის. ამასთან, კორექტირებას ექვემდებარება ტარიფის მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც გათვალისწინებულია ზემოაღნიშნული კრედიტის მომსახურებისთვის.

3. სს „ხრამჰესი-1“ და სს „ხრამჰესი-2“-ის შეძენისას განხორციელებული ინვესტიციების გარანტირებული დაბრუნების უზრუნველყოფის მიზნით სს „ხრამჰესი-1“-ის და სს „ხრამჰესი-2“-ის ელექტროენერგიის წარმოების გრძელვადიანი ზღვრული ტარიფების (ზედა ზღვარი) კორექტირება უნდა განხორციელდეს იმ შემთხვევაში, თუ ლარის კურსის ცვლილება აშშ დოლართან მიმართებაში შეადგენს 7%-ზე მეტს, სს „ხრამჰესი-1“-ის და სს „ხრამჰესი-2“-ის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების დადების მომენტისთვის არსებულ კურსთან შედარებით. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ტარიფების კორექტირება ლარის კურსის აშშ დოლართან მიმართებაში ცვლილების გამო განხორციელდეს ოთხჯერ: 2013 წლის 1 ნოემბერს, 2016 წლის 1 ნოემბერს, 2019 წლის 1 ნოემბერს და 2022 წლის 1 ნოემბერს.

4. კორექტირება განხორციელდეს ცვლილების მთელი სიდიდით, ამ დადგენილების მე-17 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ნებისმიერი ფაქტორის დადგომის შემთხვევაში“.

მუხლი 2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

თავმჯდომარე გ. ჩალაგაშვილი