დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულებისა და მასწავლებლის სერტიფიკატის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის №1101 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 47/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 07/04/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110407028, 07/04/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 23/02/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.016086 |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №47/ნ
2011 წლის 7 აპრილი
ქ. თბილისი
„მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულებისა და მასწავლებლის სერტიფიკატის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის №1101 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. „მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულებისა და მასწავლებლის სერტიფიკატის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის №1101 ბრძანებით (სსმ III, 04.12.2009, №149, მუხ. 1764) დამტკიცებულ „მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულებაში“ შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,გ1” ქვეპუნქტი:
,,გ1) დოკუმენტს მასწავლებლობის მაძიებლთა პროგრამაში მონაწილეობის შესახებ იმ შემთხვევაში, თუ პირი რეგისტრაციის დროს არის მასწავლებლობის მაძიებელი;'';
ბ) დებულების მე-6 მუხლის 41 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ა.გ1'' ქვეპუნქტი:
,,ა.გ1) დოკუმენტს მასწავლებლობის მაძიებლთა პროგრამის მონაწილეობის შესახებ იმ შემთხვევაში, თუ პირი რეგისტრაციის დროს არის მასწავლებლობის მაძიებელი;'';
გ) დებულების მე-9 მუხლის პირველი და 11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ცენტრი გამოცდების ეროვნულ ცენტრს არა უგვიანეს ყოველი წლის პირველი მაისისა წარუდგენს მასწავლებლობის კანდიდატების საბოლოო სიას, ხოლო იმ პირების თაობაზე დამატებით სიას, რომლებმაც სასერტიფიკაციო გამოცდის წელს წარმატებით გაიარეს მასწავლებლობის მაძიებელთა პროგრამა, ცენტრი არა უგვიანეს ყოველი წლის 30 მაისისა წარუდგენს გამოცდების ეროვნულ ცენტრს.
11. პირი არ დაიშვება სასერტიფიკაციო გამოცდაზე, თუ ის მითითებული არ არის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სიებში. აგრეთვე, პირი არ დაიშვება სასერტიფიკაციო გამოცდაზე, თუ ის მითითებული არის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სიაში, მაგრამ მას სასერტიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაციის დროს შევსებული არ აქვს გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი ანკეტა.”;
დ) დებულების 22-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,გ'' ქვეპუნქტი:
,,გ) სასერტიფიკაციო გამოცდის საფასურს თითოეულ ნაწილში ცალ-ცალკე 50 ლარს იმ პირებისთვის, რომლებმაც წარმატებით გადალახეს სასერტიფიკაციო გამოცდა/გამოცდის ნაწილი და სურს განმეორებით ჩააბარონ გამოცდა/გამოცდის ნაწილი.”;
ე) დებულების 23-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. სასერტიფიკაციო გამოცდის წარმატებით დაძლეული ნაწილის ქულა პირს უნარჩუნდება 4 წლის განმავლობაში, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“;
ვ) დებულების 23-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
,,6. მასწავლებლობის კანდიდატს არ უნდარჩუნდება სასერტიფიკაციო გამოცდის წარმატებით დაძლეული ნაწილის ქულა იმ შემთხვევაში, თუ ის განმეორებით გავა შესაბამის გამოცდის ნაწილზე ქულის გაუმჯობესების მიზნით და ვერ მოიპოვებს ამ დებულების მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ საჭირო ქულას.“;
ზ) დებულების 24-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. მასწავლებლის სერტიფიკატი მოქმედებს მისი გაცემიდან 8 წლის განმავლობაში, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა. “;
თ) დებულების 24-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
,,5. მასწავლებლობის უფლების მქონე პირი კარგავს სერტიფიცირებული მასწავლებლის სტატუსს, თუ ის განმეორებით გავიდა სასერტიფიკაციო გამოცდაზე/გამოცდის ნაწილზე ქულის გაუმჯობესების მიზნით და ვერ მოიპოვა ამ დებულების მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ საჭირო ქულა.“;
ი) დებულების 25-ე მუხლის პირველ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ამ დებულების 24-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვის ან/და 24-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული სერტიფიცირებული მასწავლებლის სტატუსის ჩამორთმევის შემდეგ, პირს, რომელსაც სურს პედაგოგიური საქმიანობის განხორციელება, ვალდებულია განაახლოს ან ხელახლა მოიპოვოს მასწავლებლობის უფლება.“;
კ) დებულების 29-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ე“ ქვეპუნქტი:
,,ე) ის განმეორებით გავიდა სასერტიფიკაციო გამოცდაზე/გამოცდის ნაწილზე ქულის გაუმჯობესების მიზნით და ვერ მოიპოვა ამ დებულების მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ საჭირო ქულა.“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ა. სეფერთელაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები