დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| 25-ე კადრირებული ბრიგადის დისლოკაციის ადგილის შეცვლის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 135 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 21/04/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 44, 26/04/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 09/06/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (26/04/2004 - 05/06/2004)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №135
2004 წლის 21 აპრილი
ქ. თბილისი
25-ე კადრირებული ბრიგადის დისლოკაციის ადგილის შეცვლის შესახებ
„საქართველოს თავდაცვის შესახებ” 1997 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ” ქვეპუნქტის თანახმად:
1. 25-ე კადრირებული ბრიგადის (დისლოკაციის ადგილი ქ. ბათუმი) დისლოკაციის ადგილად განისაზღვროს ქ. თბილისი.
2. 25-ე კადრირებული ბრიგადის პირადი შემადგენლობა და ბრიგადაზე რიცხული შეიარაღება განთავსდეს ქ. თბილისში, დისლოკაციის ადგილას.
3. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (გ. ბეჟუაშვილი) უზრუნველყოს 25-ე კადრირებული ბრიგადის პირად შემადგენლობასთან სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ კონტრაქტის გაფორმება.
4. 25-ე კადრირებული ბრიგადის პირად შემადგენლობას თანამდებობრივ განაკვეთზე დანამატი განესაზღვროს ამ ბრძანებულებით დამტკიცებული დანართი № 1-ის შესაბამისად.
5. ბრძანებულება ამოქმედდეს ხელმოწერის დღიდან.
მ. სააკაშვილი
დანართი №1
საქართველოს შეიარაღებული ძალების 25-ე კადრირებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეთა თანამდებობრივ განაკვეთზე ყოველთვიური დანამატების ნუსხა
(ლარებში)
| № | თანამდებობა | წოდებრივი კატეგორია | დანამატი თანამდებობრივ განაკვეთზე |
| 1 | ბრიგადის მეთაური | პოლკოვნიკი | 800.00 |
| 2 | ბრიგადის მეთაურის მოადგილე | პოლკოვნიკი | 700.00 |
| 3 | ბრიგადის შტაბის უფროსი | პოლკოვნიკი | 700.00 |
| 4 | შტაბის უფროსის თანაშემწე | ვიცე-პოლკოვნიკი | 600.00 |
| 5 | ბრიგადის განყოფილების უფროსი | ვიცე-პოლკოვნიკი | 600.00 |
| 6 | ბატალიონის მეთაური | ვიცე-პოლკოვნიკი | 600.00 |
| 7 | ბრიგადის ქვეგანყოფილების უფროსი | ვიცე-პოლკოვნიკი | 600.00 |
| 8 | უფროსი ოფიცერი | ვიცე-პოლკოვნიკი | 600.00 |
| 9 | ბატალიონის შტაბის უფროსი | მაიორი | 550.00 |
| 10
| ბრიგადის ქვეგანყოფილების უფროსის მოადგილე | მაიორი | 520.00 |
| 11 | სამსახურის უფროსი | მაიორი | 520.00 |
| 12 | ლაზარეთის უფროსი | მაიორი | 520.00 |
| 13 | S-ის ოფიცერი | მაიორი | 520.00 |
| 14 | ოფიცერი | მაიორი | 520.00 |
| 15 | კომენდანტი | მაიორი | 520.00 |
| 16 | განყოფილების უფროსი | კაპიტანი | 490.00 |
| 17 | ოფიცერ-სპეციალისტი | კაპიტანი | 490.00 |
| 18 | ასმეთაური | კაპიტანი | 490.00 |
| 19 | ასმეთაურის მოადგილე | უფრ. ლეიტენანტი | 480.00 |
| 20 | ოცმეთაური | უფრ. ლეიტენანტი | 480.00 |
| 21 | უმცროსი ოფიცერ-სპეციალისტი | უფრ. ლეიტენანტი | 480.00 |
| 22
| პირადი შემადგენლობის ურთიერთობის სერჟანტი | ბრიგადის სერჟანტი | 430.00 |
| 23
| ჯარისკაცებთან ურთიერთობის ზემდეგი | ბატალიონის სერჟანტი | 420.00 |
| 24 | ასეულის ზემდეგი | მასტერ-სერჟანტი | 410.00 |
| 25 | ასეულის ზემდეგი | უფროსი სერჟანტი | 400.00 |
| 26 | საიდუმლო ნაწილის უფროსი | უფროსი სერჟანტი | 400.00 |
| 27 | საწყობის უფროსი | უფროსი სერჟანტი | 400.00 |
| 28 | ოცეულის მეთაურის მოადგილე | უფროსი სერჟანტი | 400.00 |
| 29 | ათეულის მეთაური | უფროსი სერჟანტი | 400.00 |
| 30 | უფროსი მედდა | უფროსი სერჟანტი | 400.00 |
| 31 | მედდა | უფროსი სერჟანტი | 400.00 |
| 32 | ტექნიკოსი | უფროსი სერჟანტი | 400.00 |
| 33 | ოცეულის მეთაურის მოადგილე | სერჟანტი | 400.00 |
| 34 | ჯგუფის მეთაური | სერჟანტი | 390.00 |
| 35 | ათეულის მეთაური | სერჟანტი | 390.00 |
| 36 | ხაზინადარი | სერჟანტი | 390.00 |
| 37 | ოპერატორი | სერჟანტი | 390.00 |
| 38 | მბეჭდავ-მემანქანე | სერჟანტი | 390.00 |
| 39 | უფროსი მზარეული | სერჟანტი | 390.00 |
| 40 | ხაზინადარი | უმცროსი სერჟანტი | 385.00 |
| 41 | სანიტარი | კაპრალი | 380.00 |
| 42 | მძღოლი | კაპრალი | 380.00 |
| 43 | მბეჭდავი-ოპერატორი | კაპრალი | 380.00 |
| 44 | მზარეული | კაპრალი | 380.00 |
შენიშვნა: 1. სამხედრო მოსამსახურეებს, რომელთა თანამდებობები არ არის გათვალისწინებული აღნიშნულ ნუსხაში, დანამატი განესაზღვროთ შესაბამისი თანამდებობის, წოდებრივი ზღვრიდან გამომდინარე.
2. ერთჯერადი დახმარებების გაანგარიშება განხორციელდეს წინამდებარე თანხების გარეშე.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები