დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „წყალმომარაგების, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მართვის საკითხთა სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 მაისის №284 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 190 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 07/04/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110407024, 08/04/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 400010010.08.002.016203 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №190
2011 წლის 7 აპრილი
ქ. თბილისი
„წყალმომარაგების, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მართვის საკითხთა სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 მაისის №284 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „წყალმომარაგების, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მართვის საკითხთა სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 მაისის №284 ბრძანებულებაში (სსმ III, 2008 წ., №79, მუხ. 855) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოში წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესების, ენერგოსექტორის დარეგულირების პროცესის ხელშეწყობის, ბუნებრივი რესურსების მართვისა და მათი ეფექტიანი გამოყენების სფეროში პოლიტიკის შემუშავებისა და შესაბამისი უწყებების საქმიანობის კოორდინაციის მიზნით შეიქმნას წყალმომარაგების, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მართვის საკითხთა სახელმწიფო კომისია (შემდეგში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
საქართველოს პრემიერ-მინისტრი – კომისიის თავმჯდომარე
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – კომისიის წევრი
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ვიცე-პრემიერი – კომისიის წევრი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – კომისიის წევრი
საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი – კომისიის წევრი
საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე – კომისიის წევრი
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი – კომისიის წევრი
საქართველოს ფინანსთა მინისტრი – კომისიის წევრი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე – კომისიის წევრი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის უფროსი – კომისიის წევრი
საქართველოს მთავრობის კანცელარიის მმართველობისა და ეკონომიკურ საკითხებში მრჩეველთა ჯგუფის (სამსახური) უფროსი – საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი – კომისიის წევრი
საქართველოს მთავრობის კანცელარიის მმართველობისა და ეკონომიკურ საკითხებში მრჩეველთა ჯგუფის (სამსახური) მრჩეველი – კომისიის მდივანი
შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ რეაბილიტაციის მმართველი, მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე – კომისიის წევრი
შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორი – კომისიის წევრი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი – კომისიის წევრი
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე – კომისიის წევრი
შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ გენერალური დირექტორი – კომისიის წევრი
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვის ინსპექციის უფროსი – კომისიის წევრი
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსი –კომისიის წევრი.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები