დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 15 ოქტომბრის N832 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 189 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 07/04/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110407023, 08/04/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100110000.08.002.016202 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №189
2011 წლის 7 აპრილი
ქ. თბილისი
�პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ� საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 15 ოქტომბრის №832 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
1. �ნორმატიული აქტების შესახებ� საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, �პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ� საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 15 ოქტომბრის №832 ბრძანებულების (სსმ III, 2010 წ., №134, მუხ. 1925) პირველი პუნქტით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
� 1. სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და მიღწეული წარმატებებისათვის მოსამსახურისათვის გათვალისწინებულია� წახალისების შემდეგი ფორმები :
ა) მადლობის გამოცხადება;
ბ) ფულადი პრემია;
გ) მადლობის სიგელით დაჯილდოება;
დ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;
ე ) სამინისტროს სიგელით დაჯილდოება;
ვ) სამკერდე ნიშნით დაჯილდოება;
ზ) სამინისტროს მედალიონით დაჯილდოება;
თ) სამინისტროს მედლით დაჯილდოება;
ი) � მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება;
კ ) შეფარდებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის � ვადაზე ადრე მოხსნა;�
ლ ) სამსახურებრივ-საშტატო � იარაღით დაჯილდოება.�;
ბ) მე-18 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
�3. სამკერდე ნიშნის, სამინისტროს მედალიონისა და მედლის ნიმუშებს ამტკიცებს მინისტრი.�;
გ) მე-19 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ი� ქვეპუნქტი:
�ი) სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა.�;
დ) მე-20 მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�13. მოსამსახურის წახალისებისა და მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების წესს განსაზღვრავს მინისტრი.�.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ . სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები