დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს სისტემაში საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 07/04/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110407021, 07/04/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320010.22.023.016047 |
საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის
ბრძანება №6
2011 წლის 7 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს სისტემაში საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველის კანონის მე-19 მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს სისტემის საკონკურსო-საატესტაციო წესით თანამდებობებზე დასანიშნ პირთათვის თანდართული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 30 ნოემბრის №479 ბრძანება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ხაჩიძე
საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს სისტემაში საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მუხლი 1. დეპარტამენტის (სამსახურის) უფროსი
დეპარტამენტის (სამსახურის) უფროსის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი განათლება, მუშაობის (სასურველია პროფილით) არანაკლებ 2 წლის სტაჟი;
ბ) მართვის უნარი;
გ) დეპარტამენტისათვის (სამსახურისათვის) განკუთვნილი სფეროს სათანადო ცოდნა;
დ) კომპიუტერი – საოფისე პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე;
ე) უცხო ენის ცოდნა (ნებართვების, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურების, გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობებისა და გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტების უფროსებისათვის სავალდებულოა არანაკლებ 2 უცხო ენისა).
მუხლი 2. სამმართველოს უფროსი
სამმართველოს უფროსის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) შესაბამისი უმაღლესი განათლება, მუშაობის (სასურველია პროფილით) არანაკლებ 1 წლის სტაჟი;
ბ) მართვის უნარი;
გ) სამმართველოსათვის განკუთვნილი სფეროს სრულყოფილად ცოდნა;
დ) კომპიუტერი – საოფისე პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე;
ე) უცხო ენის ცოდნა (საერთაშორისო ურთიერთობების, წყლის რესურსების მართვის, ნარჩენების და ქიმიური ნივთიერებების მართვის, ატმოსფერული ჰაერის დაცვის, ჰიდრომეტეოროლოგიური და კლიმატის ცვლილების სამმართველოების უფროსებისათვის სავალდებულოა არანაკლებ 2 უცხო ენისა).
მუხლი 3. მთავარი სპეციალისტი
მთავარი სპეციალისტის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) შესაბამისი უმაღლესი განათლება, სამუშაო გამოცდილება;
ბ) განკუთვნილი სფეროს სათანადო ცოდნა;
გ) კომპიუტერი – საოფისე პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე;
დ) უცხო ენის ცოდნა (ჰიდრომეტეოროლოგიური და კლიმატის ცვლილებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოებისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურის მთავარი სპეციალისტებისათვის სავალდებულოა არანაკლებ 2 უცხო ენისა).
მუხლი 4. უფროსი სპეციალისტი
უფროსი სპეციალისტის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) შესაბამისი უმაღლესი განათლება, სამუშაო გამოცდილება;
ბ) განკუთვნილი სფეროს სათანადო ცოდნა;
გ) კომპიუტერი – საოფისე პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე;
დ) უცხო ენის ცოდნა (ჰიდრომეტეოროლოგიური და კლიმატის ცვლილებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოებისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურის უფროსი სპეციალისტებისათვის სავალდებულოა არანაკლებ 2 უცხო ენისა).
მუხლი 5. სპეციალისტი
სპეციალისტის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) შესაბამისი უმაღლესი განათლება, სამუშაო გამოცდილება სასურველია;
ბ) განკუთვნილი სფეროს სათანადო ცოდნა;
გ) კომპიუტერი – საოფისე პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე;
დ) უცხო ენის ცოდნა (ჰიდრომეტეოროლოგიური და კლიმატის ცვლილებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოებისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურის სპეციალისტებისათვის სავალდებულოა არანაკლებ 2 უცხო ენისა).
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები