სურსათით გამოწვეული დაავადებების კონტროლის მიზნით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის დაავადების გამოვლენის შემთხვევის შესახებ ურთიერთინფორმირებისა და ეპიდემიური აფეთქების სალიკვიდაციო ღონისძიებათა განხორციელების კოორდინაციის წესების დამტკიცების თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 189
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/09/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 134, 11/09/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 26/02/2010
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
189
10/09/2008
სსმ, 134, 11/09/2008
000000000.00(0).000.000000
სურსათით გამოწვეული დაავადებების კონტროლის მიზნით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის დაავადების გამოვლენის შემთხვევის შესახებ ურთიერთინფორმირებისა და ეპიდემიური აფეთქების სალიკვიდაციო ღონისძიებათა განხორციელების კოორდინაციის წესების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (11/09/2008 - 23/02/2010)

სურსათით გამოწვეული დაავადებების კონტროლის მიზნით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის დაავადების გამოვლენის შემთხვევის შესახებ ურთიერთინფორმირებისა და ეპიდემიური აფეთქების სალიკვიდაციო ღონისძიებათა განხორციელების კოორდინაციის წესების დამტკიცების თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №189

2008 წლის 10 სექტემბერი

ქ. თბილისი

სურსათით გამოწვეული დაავადებების კონტროლის მიზნით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის დაავადების გამოვლენის შემთხვევის შესახებ ურთიერთინფორმირებისა და ეპიდემიური აფეთქების სალიკვიდაციო ღონისძიებათა განხორციელების კოორდინაციის წესების დამტკიცების თაობაზე

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. დამტკიცდეს სურსათით გამოწვეული დაავადებების კონტროლის მიზნით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის დაავადების გამოვლენის შემთხვევის შესახებ ურთიერთინფორმირებისა და ეპიდემიური აფეთქების სალიკვიდაციო ღონისძიებათა განხორციელების კოორდინაციის თანდართული წესები.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე

სურსათით გამოწვეული დაავადებების კონტროლის მიზნით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის დაავადების გამოვლენის შემთხვევის შესახებ ურთიერთინფორმირებისა და ეპიდემიური აფეთქების სალიკვიდაციო ღონისძიებათა განხორციელების კოორდინაციის წესები

    მუხლი 1

1. სურსათით (მათ შორის, სასმელი წყლის მიღებით) გამოწვეული დაავადებების კონტროლის მიზნით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო უზრუნველყოფენ ოპერატიულ ურთიერთინფორმირებას დაავადებების გამოვლენის შემთხვევის შესახებ, აგრეთვე ეპიდემიური აფეთქების სალიკვიდაციო ღონისძიებათა კოორდინაციას დადგენილი წესის მიხედვით.

2. შესაბამისი ინფორმაციის გაცვლა ხდება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულ სამსახურსა (შემდგომში – ეროვნული სამსახური) და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს (შემდგომში – დაავადებათა კონტროლის ცენტრი) შორის, დაავადების შემთხვევის ლაბორატორიული დადასტურების შემდეგ 24 საათის განმავლობაში.

3. დაავადებათა კონტროლის ცენტრი 24 საათის განმავლობაში აწვდის შეტყობინებას ეროვნულ სამსახურს საზოგადოებრივი კვების ობიექტთან ან სარეალიზაციო ქსელში შეძენილი სურსათის მიღებასთან ასოცირებული დაავადებების (ბოტულიზმი, სხვა ბაქტერიული საკვებისმიერი მოშხამვები, ნაწლავური ინფექციები) შესახებ:

ა) ბოტულიზმის თითოეული შემთხვევის შესახებ;

ბ) სხვა ბაქტერიული საკვებისმიერი მოშხამვებისა და ნაწლავური ინფექციების ჯგუფური (3 ან მეტი) შემთხვევის შესახებ.

4. დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ ეროვნული სამსახურისადმი მიწოდებული შეტყობინება სურსათით გამოწვეული დაავადების გამოვლენის შემთხვევის შესახებ უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციებს:

ა) დიაგნოზი;

ბ) შემთხვევის საიდენტიფიკაციო ინფორმაცია (კონფიდენციალურობის დაცვით) და დაავადებულის სტატუსი (ცოცხალი, გარდაცვლილი), რაოდენობა;

გ) დიაგნოსტირების თარიღი;

დ) რისკის ფაქტორი პროდუქტის დასახელება და სარეალიზაციო ფორმა;

ე) საზოგადოებრივი კვების ობიექტის/სურსათის მწარმოებლის/რეალიზაციის ადგილის საიდენტიფიკაციო მონაცემები.

5. ეროვნული სამსახური მიკვლევადობის დასრულებიდან 24 საათის განმავლობაში აწვდის ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრს სურსათით გამოწვეული დაავადებების შემთხვევასთან დაკავშირებული კვლევისას გამოვლენილი დაავადებების გამომწვევებით ან/და კონტამინანტებით სასურსათო პროდუქტის დაბინძურების ფაქტის შესახებ. შეტყობინება უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციებს:

ა) რისკის ფაქტორი პროდუქტის დასახელება და სარეალიზაციო ფორმა;

ბ) ნიმუშის აღების ადგილი და თარიღი;

გ) ლაბორატორიული კვლევის თარიღი;

დ) გამომწვევის/ტოქსინის/კონტამინანტის საიდენტიფიკაციო მონაცემი;

ე) საზოგადოებრივი კვების ობიექტის/სურსათის მწარმოებლის/რეალიზაციის ადგილის საიდენტიფიკაციო მონაცემი;

ვ) ინფორმაცია მიკვლევადობის შედეგების შესახებ.

6. დაავადებულთა ლაბორატორიული კვლევის შედეგების მიღების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ცენტრი 24 საათის განმავლობაში ეროვნულ სამსახურს აწვდის შემდეგ ინფორმაციებს:

ა) საბოლოო დიაგნოზი;

ბ) ლაბორატორიული კვლევის შედეგების ანალიზი და მათი შეფასება;

გ) დაავადებების ლიკვიდაციის თარიღი (ლიკვიდაციის შემთხვევაში);

დ) განსახორციელებელი ღონისძიებები (ასეთის შემთხვევაში) და რეკომენდაციები.

    მუხლი 2

ეპიდემიური აფეთქების სალიკვიდაციო სამუშაოები იგეგმება და მიმდინარეობს ეპიდემიური კერისა და გავრცელების საფრთხის მასშტაბის მიხედვით დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ეროვნული სამსახურის მიერ წინასწარ შემუშავებული და ურთიერთშეთანხმებული ოპერატიული გეგმის შესაბამისად.