„თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის ურბანული დაგეგმარებისა და ტრანსპორტის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2011 წლის 11 მარტის №69 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 77
დოკუმენტის მიმღები თვითმმართველი ქალაქი რუსთავი
მიღების თარიღი 06/04/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110407016, 11/04/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 27/10/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.160.016060
  • Word
77
06/04/2011
ვებგვერდი, 110407016, 11/04/2011
010250020.35.160.016060
„თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის ურბანული დაგეგმარებისა და ტრანსპორტის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2011 წლის 11 მარტის №69 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
თვითმმართველი ქალაქი რუსთავი

თვითმმართველი ქალაქ რუსთავის საკრებულოს

დადგენილება №77

 2011 წლის 6 აპრილი

ქ. რუსთავი

„თვითმმართველი ქალაქ რუსთავის მერიის ურბანული დგეგმარებისა და ტრანსპორტის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“  თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2011 წლის 11 მარტის №69 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის   44-ე მუხლის პირველი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის   მე-20 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,

თვითმმართველი ქალაქ რუსთავის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1.

„თვითმმართველი ქალაქ რუსთავის მერიის ურბანული დგეგმარებისა და ტრანსპორტის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2011 წლის 11 მარტის №69 დადგენილებაში შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები :

1. პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:    

„4.     სამსახურის საქმიანობის მეთოდური ხელმძღვანელობა ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მეშვეობით.“.

2. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის ბოლო წინადადებაში „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ნაცვლად მიეთითოს „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო“.

3. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტში ტერმინი „შიდა სარგებლობის გზები“ შესწორდეს  ტერმინით „საერთო სარგებლობის გზები.“

4.  მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„2.     სამსახური საბიუჯეტო დაწესებულებაა, რომლის დაფინანსების ერთადერთი წყაროა თვითმმართველი ქალაქ რუსთავის ბიუჯეტიდან გამოყოფილი  სახსრები“.

5. დადგენილებიდან ამოღებულ იქნს მე-6 თავი (მე-7 მუხლი).

    მუხლი 2.

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე . გურგენიძე