დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთათვის სოციალური დანამატის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 111 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/04/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 65, 30/04/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 09/10/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.0.000.000000 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (30/04/2008 - 08/10/2008)
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №111
2008 წლის 29 აპრილი
ქ. თბილისი
მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთათვის სოციალური დანამატის განსაზღვრის შესახებ
მუხლი 1. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე:
1. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს დახმარების სახით განესაზღვროთ სოციალური დანამატი – ყოველთვიურად 10 ლარის ოდენობით. აღნიშნული დანამატის მიღების უფლება გავრცელდეს მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც ამავდროულად:
ა) არიან ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის საფუძვლით მინიმალური სახელმწიფო პენსიის მიმღები პირები;
ბ) სარგებლობენ ,,სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადენილებით გათვალისწინებული საარსებო შემწეობის მიღების უფლებით და არ არიან საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიმღებნი.
2. სოციალური დანამატი 2008 წლის 1 მაისიდან კომპეტენტურ ორგანოში მომართვის გარეშე ავტომატურად დაენიშნებათ იმ პირებს, რომლებიც ამ დროისათვის აკმაყოფილებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირობებს. 2008 წლის 1 მაისის შემდგომ პერიოდში ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირობების წარმოშობისას სოციალური დანამატის დანიშვნა მოხდება მაძიებლის წერილობითი განცხადებით მომართვის მომდევნო თვიდან.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირობების წარმოშობა, შეჩერება, განახლება და შეწყვეტა ავტომატურად იწვევს ამ დადგენილებით გათვალისწინებული სოციალური დანამატის დანიშვნას, შეჩერებას, განახლებასა და შეწყვეტას ამ პირობების დადგომის მომდევნო თვიდან.
4. სოციალური დანამატის ადმინისტრირებას ახორციელებს სსიპ – სოციალური სუბსიდიების სააგენტო.
5. სოციალური დანამატის დაფინანსება განხორციელდეს ,,საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებში (საბიუჯეტო კოდი 35 21 05).
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები