დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2011 წლის 11 მარტის №67 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 76 |
| დოკუმენტის მიმღები | თვითმმართველი ქალაქი რუსთავი |
| მიღების თარიღი | 06/04/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110407015, 11/04/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 27/10/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.160.016059 |
თვითმმართველი ქალაქ რუსთავის საკრებულოს
დადგენილება №76
2011 წლის 6 აპრილი
ქ. რუსთავი
„თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2011 წლის 11 მარტის №67 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44–ე მუხლის პირველი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1.
„თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2011 წლის 11 მარტის №67 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. ამოღებულ იქნეს სტრიქონი: „თავი I. ზოგადი დებულებანი“.
2. მე-2 მუხლის პირველი სტრიქონიდან ამოღებულ იქნეს ციფრი „1“.
3. ამოღებულ იქნეს მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის ბოლო წინადადება.
4. მე-3 მუხლის პირველ პუნქტში გასწორდეს ანბანური დანომვრა და „ვ“ ქვეპუნქტის ნაცვლად მიეთითოს „დ“ ქვეპუნქტი.“.
5. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„2. სამსახური საბიუჯეტო დაწესებულებაა, რომლის დაფინანსების ერთადერთი წყაროა თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები.“
6. ამოღებულ იქნეს მე-6 მუხლი.
მუხლი 2.
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე კ. გურგენიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები