სახელმწიფო პენსიაზე დანამატის განსაზღვრის შესახებ

  • Word
სახელმწიფო პენსიაზე დანამატის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 258
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/11/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 170, 30/11/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
258
24/11/2007
სსმ, 170, 30/11/2007
000000000.00(0).000.000000
სახელმწიფო პენსიაზე დანამატის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (30/11/2007 - 09/01/2008)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №258

2007 წლის 24 ნოემბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო პენსიაზე დანამატის განსაზღვრის შესახებ

მუხლი 1. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფ­ლე­ბამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართვე­ლოს კანონის მე-5 მუხლის ,,მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე:

1. განისაზღვროს სოციალური დანამატები დახმარების სახით იმ სახელმწიფო პენსიებზე, რომლებიც დანიშნულია ,,სახელმწი­ფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და რომელთა ოდენობა 55 ლარზე ნაკლებია.

2. სოციალური დანამატები განისაზღვროს დანიშნული სახელმწიფო პენსიის ოდენობის შევსებით 55 ლარამდე. ამ დადგენილებით გათვალისწინებული სოციალური დანამატის ოდენობის გაანგარიშებისას არ გაითვალისწინება ,,შრომითი სტაჟის მიხედვით საპენსიო ასაკის საფუძვლით დანიშნული სახელმწიფო პენსიის დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 29 აგვისტოს №181 დად­გე­ნილებით გათვალისწინებული დანამატი.

3. სოციალური დანამატები დადგინდეს 2007 წლის 1 დე­კემბრიდან.

4. ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანო­ნით განსაზღვრული სახელმწიფო პენსიის დანიშვნა, შეჩერება, განახლება და შეწყვეტა ავტომატურად იწვევს ამ დადგენილე­ბით გათვალისწინებული სოციალური დანამატების დანიშვნას, შეჩერებას, განახლებასა და შეწყვეტას.

5. სოციალური დანამატების ადმინისტრირებას ახორციე­ლებს სსიპ – სოციალური სუბსიდიების სააგენტო.

6. სოციალური დანამატის დაფინანსება განხორციელდეს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგ­ნებების ფარგლებში.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნების­თანავე.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე