დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს მთავრობის კანცელარიისა და სახელმწიფო მინისტრების აპარატების მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების სისტემის მოწესრიგების ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 14/01/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 4, 17/01/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/02/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (17/01/2005 - 06/11/2006)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №16
2005 წლის 14 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის კანცელარიისა და სახელმწიფო მინისტრების აპარატების მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების სისტემის მოწესრიგების ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობის კანცელარიისა და სახელმწიფო მინისტრების აპარატების მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების სისტემის მოწესრიგების მიზნით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს საქართველოს მთავრობის კანცელარიის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ზედა და ქვედა ზღვარი საჯარო სამსახურში თანამდებობათა რანგირების მიხედვით (დანართი №1).
2. დამტკიცდეს სახელმწიფო მინისტრის აპარატების მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ზედა და ქვედა ზღვარი საჯარო სამსახურში თანამდებობათა რანგირების მიხედვით (დანართი №2).
3. ამ ბრძანებულებით დადგენილი თანამდებობრივი სარგოების ზედა და ქვედა ზღვრის ფარგლებში საქართველოს მთავრობის კანცელარიისა და სახელმწიფო მინისტრების აპარატების მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობა განისაზღვრება საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და შესაბამისი სახელმწიფო მინისტრის ბრძანებით.
4. ბრძანებულების შესრულების კონტროლი განახორციელონ სახელმწიფო მინისტრმა რეფორმების კოორდინაციის საკითხებში კ. ბენდუქიძემ და საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსმა პ. მამრაძემ.
5. ბრძანებულება ამოქმედდეს 2005 წლის 1 იანვრიდან.
მ. სააკაშვილი
დანართი №1
საქართველოს მთავრობის კანცელარიის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ზედა და ქვედა ზღვარი რანგების მიხედვით
| თანამდებობრივი რანგი | თანამდებობრივი სარგოს ქვედა ზღვარი (ლარი) | თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვარი (ლარი) |
| მთავარი საჯარო თანამდებობა | 900 | 2800 |
| წამყვანი საჯარო თანამდებობა | 750 | 900 |
| უფროსი საჯარო თანამდებობა | 300 | 750 |
| უმცროსი საჯარო თანამდებობა | 150 | 300 |
დანართი №2
საქართველოს სახელმწიფო მინისტრების აპარატების მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ზედა და ქვედა ზღვარი რანგების მიხედვით
| თანამდებობრივი რანგი | თანამდებობრივი სარგოს ქვედა ზღვარი (ლარი) | თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვარი (ლარი) |
| მთავარი საჯარო თანამდებობა (გარდა სახელმწიფო მინისტრის მოადგილისა) |
900 |
2000 |
| წამყვანი საჯარო თანამდებობა | 500 | 1000 |
| უფროსი საჯარო თანამდებობა | 300 | 650 |
| უმცროსი საჯარო თანამდებობა | 150 | 300 |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები