დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს მთავრობის საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა და ძირითად მონაცემთა და მიმართულებათა შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 10/01/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 5, 12/01/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 28/12/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (12/01/2007 - 28/12/2007)
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №2
2007 წლის 10 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა და ძირითად მონაცემთა და მიმართულებათა შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ
1. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საქართველოს მთავრობის საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შედგენის მიზნით ღონისძიებათა განხორციელებისა და ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების შემუშავებისათვის შეიქმნას სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
ალექსი ალექსიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე
გრიგოლ გობეჯიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
ლევან დავითულიანი – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის მოადგილე
ეკატერინე ზღულაძე – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე
ბაკურ კვეზერელი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე
ვახტანგ ლეჟავა – რეფორმების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე
არჩილ მამათელაშვილი – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე
ვახტანგ მეგრელიშვილი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე
დავით ნატროშვილი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე
თეიმურაზ სამადაშვილი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე
დავით ჩანტლაძე – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე
დიმიტრი ძაგნიძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე
ვერა ძნელაძე – საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე
ლევან ჭოლაძე – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.
2. სამინისტროებმა და სახელმწიფო მინისტრების აპარატებმა მიმდინარე წლის 1 თებერვლამდე მოამზადონ და კომისიას წარუდგინონ საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის გასული წლის შესრულების ანგარიში და ინფორმაცია მიმდინარე წლის ბიუჯეტით განსაზღვრული ღონისძიებების შესახებ №1 და №2 დანართების მიხედვით.
3. სამინისტროებმა და სახელმწიფო მინისტრების აპარატებმა მიმდინარე წლის 15 თებერვლამდე უზრუნველყონ განახლებული საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმების წარდგენა კომისიისათვის №3 დანართის მიხედვით.
4. საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის 15 მარტამდე უზრუნველყოს განახლებული საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმების დამტკიცება.
5. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) მიმდინარე წლის 15 აპრილამდე უზრუნველყოს საქართველოს მთავრობის მიერ მოწონებული საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმების ასახვა მთავრობის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების (BDD) დოკუმენტში.
6. ამ დადგენილების შესრულების კონტროლი და კოორდინაცია განახორციელოს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ა. ალექსიშვილმა.
7. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
დანართი №1
2006 წლის ბიუჯეტის განხორციელების შეფასება
| მხარჯავი ორგანო | |||||
| 2006 წლის დამტკიცებული ბიუჯეტი | |||||
| 2006 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული პრიორიტეტები
| პროგრამები/ ღონისძიებები თავისი საბიუჯეტო კოდებით | 2006 წლის ბიუჯეტით გათვალის- წინებული ასიგნებები | 2006 წლის ბიუჯეტიდან გაწეული საკასო ხარჯი | მოსალოდ- ნელი შედეგები | მიღწეული შედეგები 2006 წლის ბოლოსათვის |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
დანართი №2
ინფორმაცია მიმდინარე წლის ბიუჯეტით განსაზღვრული ღონისძიებების შესახებ
| 2007 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული პრიორიტეტები | პროგრამები/ღონისძიებები თავისი საბიუჯეტო კოდებით | 2007 წლის ბიუჯე-ტით გათვალის- წინებული ასიგნებები | მოსალოდნელი შედეგები |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
დანართი №3
საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმა (2008-2011 წწ.)
| მხარჯავი დაწესებულება |
| ||
| პრიორიტეტული მიმართულებები | 1. ..... | 2. ..... | 3. ..... |
| მიმართულებების პრიორიტეტულო- ბის დასაბუთება არსებული სიტუა- ციის ანალიზიდან გამომდინარე |
|
|
|
| განხორციელების სავარაუდო ვადები (თუ მიმდინარეა, როდის დაიწყო) |
|
|
|
| მოსალოდნელი შედეგები |
|
|
|
| შედეგების შეფასების კრიტერიუმები |
|
|
|
| სავარაუდო ხელის შემშლელი ფაქტორები |
|
|
|
საშუალოვადიანი ბიუჯეტი
|
პრიორიტეტული მიმართულება | პრიორიტეტული მიმართულების პროგრამა/ ღონისძიება | მოსალოდნელი შედეგი | ასიგნება | ||||
| დასახე- ლება | საბიუჯეტო კოდი ორგანიზაციული კლასიფიკაციის მიხედვით |
| 2008 | 2009 | 2010 | 2011 | |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები