დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| სასაზღვრო საბაჟო ორგანოს გახსნის, სამუშაო დროისა და მისი გავლით შემოსატანი საქონლის სახეობების განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 242 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 22/12/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 172, 22/12/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 18/02/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (22/12/2006 - 13/03/2007)
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №242
2006 წლის 22 დეკემბერი
ქ. თბილისი
სასაზღვრო საბაჟო ორგანოს გახსნის, სამუშაო დროისა და მისი გავლით შემოსატანი საქონლის სახეობების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს საბაჟო კოდექსის 45-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად:
1. სასაზღვრო საბაჟო ორგანოების (წითელი ხიდი, სადახლო, გარდაბანი, ახკერპი, გუგუთი, მტკვარი, ლაგოდეხი, სამთაწყარო, ყაზბეგი, ვალე, ნინოწმინდა, თბილისის აეროპორტი, სარფი, ბათუმის აეროპორტი, ქუთაისის აეროპორტი, სენაკის აეროპორტი, ბათუმის პორტი, ფოთის პორტი) სამუშაო დრო განისაზღვროს 00 საათიდან 24 საათამდე ჩათვლით.
2. სასაზღვრო საბაჟო ორგანოების გავლით შეიძლება გადაადგილდეს ნებისმიერი სახის საქონელი, რომლის შემოტანა ან/და გატანა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე აკრძალული არ არის.
3. თამბაქოს ნაწარმის, ნავთობის დისტილატებისა და ალკოჰოლიანი სასმელების გადაადგილება ნებისმიერი საბაჟო დამუშავების ოპერაციის სახით საბაჟო საზღვარზე განხორციელდეს მხოლოდ შემდეგ სასაზღვრო საბაჟო ორგანოებში – თბილისის აეროპორტი, ბათუმის პორტი, ფოთის პორტი, წითელი ხიდი, სადახლო, გარდაბანი, ყაზბეგი, ვალე, სარფი.
4. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ჯართის შემოტანა და ამ ტერიტორიიდან გატანა განხორციელდეს მხოლოდ სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტით, შესაბამისი სასაზღვრო საბაჟო ორგანოების განთავსების ადგილებში.
5. აუცილებლობის შემთხვევაში ახალი სასაზღვრო საბაჟო ორგანოები გაიხსნას საერთაშორისო ხელშეკრულებების მოთხოვნათა დაცვით და სასაზღვრო (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო) და საბაჟო (საქართველოს ფინანსთა სამინისტრო) ორგანოების ურთიერთშეთანხმებით.
6. დადგენილება ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები