„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 240
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 07/04/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110407007, 08/04/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 280120000.22.026.016046
  • Word
240
07/04/2011
ვებგვერდი, 110407007, 08/04/2011
280120000.22.026.016046
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №240

2011 წლის 7 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის 560 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის 560 ბრძანებაში (სსმ III, 2007წ., 134, მუხ. 1467) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. ბრძანების 24 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

24. სამხედრო თანამდებობაზე დანიშნული სამოქალაქო პირის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება მხოლოდ ამ თანამდებობისათვის დაწესებული თანამდებობრივი სარგოსა და ამ ბრძანებით დამტკიცებული შემდეგი დანამატების ოდენობით:

ა) დანართი №5-ით გათვალისწინებული დანამატები;

ბ) დანართი №13-ით დამტკიცებული ნუსხის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დანამატი (ასეთი დანამატის დაწესების შემთხვევაში).”.

2. ბრძანების 27 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

27. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს, რომელთა კატეგორიებსა და თანამდებობების ნუსხას ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ამ ბრძანებით განსაზღვრულ ანაზღაურებასთან ერთად ეძლევათ დანამატი იმავე აქტით განსაზღვრული ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 1500 ლარისა.“.

3. ბრძანების 32-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

32. სსიპ  საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში, ამ ჰოსპიტალში არსებული სამედიცინო მომსახურებით, მისი დებულების შესაბამისად, უფლება აქვთ ისარგებლონ:

ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეებს, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებს, სამხედრო განათლებისა და მომზადების განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებს (კადეტებს);

ბ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ კატეგორიის პირებს, თუ ისინი წარმოადგენენ:

ბ.ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან დათხოვნილ სახელმწიფო კომპენსაციის/ პენსიის მიმღებ პირებს;

ბ.ბ) მარჩენალის გარდაცვალების გამო სახელმწიფო კომპენსაციის/პენსიის მიმღებ პირებს;

ბ.გ) ამ პუნქტის და ბ.ა ქვეპუნქტებში განსაზღვრულ პირთა ოჯახის წევრებს (მეუღლე, შვილი, დედა, მამა).“.

4. ბრძანებას დაემატოს 321 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

321. როდესაც, ჰოსპიტალში ვერ ხორციელდება შესაბამისი სამედიცინო მომსახურება იმ მიზეზით, რომ ჰოსპიტალს არ გააჩნია შესაძლებლობა ჰოსპიტლის ტერიტორიაზე შესაბამისი სამედიცინო მომსახურების გასაწევად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხარჯზე 32-ე პუნქტში მითითებული პირების მიერ სამედიცინო მომსახურებით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში სარგებლობის შემთხვევები, გასაწევი ხარჯების მოცულობა და წინაპირობები განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

5. 401 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„401. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემთხვევაში, ერთჯერადი ფულადი დახმარება და/ან ფასიანი საჩუქარი (ქონება, მომსახურება ან სამუშაო) შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ოდენობით (მაგრამ თითოეული გაცემისას არა უმეტეს 5000 ლარის ღირებულების/ოდენობისა) შეიძლება მიეცეს შემდეგ პირებს:

 ა) ამ ბრძანების მე-40 პუნქტში მითითებულ პირთა ოჯახის ერთ-ერთ წევრს;

 ბ) უგზო-უკვლოდ დაკარგულად ცნობამდე ან კანონით დადგენილი წესით გარდაცვლილად გამოცხადებამდე, უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედრო მოსამსახურის ან სპეციალური წოდების მქონე პირის ოჯახის ერთ-ერთ წევრს;

გ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაჭრილ ან დასახიჩრებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეს (მათ შორის, დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეს) ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირს (მათ შორის, დათხოვნილ მოსამსახურეს);

 დ) 41-ე პუნქტით განსაზღვრული სამოქალაქო პირის (მათ შორის, შტატგარეშე საჯარო მოსამსახურის), აგრეთვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაღუპული მოსამსახურის ოჯახის ერთ-ერთ წევრს;

 ე) საომარი მოქმედებების დროს დაღუპული პირის ოჯახის ერთ-ერთ წევრს, თუ დაღუპულ პირს გავლილი ჰქონდა სამხედრო სარეზერვო სამსახური;

 ვ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებს, სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებს და მათი ოჯახის წევრებს..

6. ბრძანების 471 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

471. ამ პუნქტში მითითებულ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც ორი ან ოთხი წლის ვადით გააგრძელებენ სამხედრო სამსახურს 2009 წლის პირველ მარტს ან პირველი მარტის შემდეგ გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე და კონტრაქტი შეუწყდებათ ვადის გასვლის გამო, კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ მიეცემათ ერთჯერადი დახმარება 472 პუნქტში მითითებული ოდენობით. ამ პუნქტის მოქმედება სამხედრო მოსამსახურეზე ვრცელდება, თუ მითითებული კონტრაქტის გაფორმებამდე:

ა) სამხედრო მოსამსახურემ:

ა.ა.) იმსახურა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ,,წვრთნისა და აღჭურვის” ერთობლივი პროგრამით და ამავე დროს კონტრაქტის საფუძველზე იმსახურა სამი წლისა და სამი თვის ვადით, კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არ გასულა 2 წელზე მეტი;

ა.ბ.) კონტრაქტის საფუძველზე იმსახურა ოთხი წლის ვადით, კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არ გასულა 2 წელზე მეტი;

ა.გ) ამ პუნქტის ა.ა” ან ა.ბ.” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამსახურის ვადის გასვლის შემდეგ სამხედრო მოსამსახურემ იმსახურა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული კონტრაქტის ვადით, კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არ გასულა 2 წელზე მეტი;

ბ) მე-4 პუნქტში მითითებულმა სამხედრო მოსამსახურემ სამსახურთან შეთანხმებით შეწყვიტა მე-4 პუნქტში მითითებული 2- ან 4-წლიანი კონტრაქტი ვადამდე ამ პუნქტში მითითებული კონტრაქტის სრული ვადით გაფორმების სანაცვლოდ;

გ) სამხედრო მოსამსახურემ სამსახურთან შეთანხმებით შეწყვიტა ერთწლიანი კონტრაქტი ვადამდე ამ პუნქტში მითითებული კონტრაქტის სრული ვადით გაფორმების სანაცვლოდ.”.

7. ბრძანებით დამტკიცებული სახმელეთო ჯარების სარდლობისა და ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის სტრუქტურული ქვედანაყოფების ნუსხის (დანართი №13) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   1

სახმელეთო ჯარების სარდლობა

1060

“.

მუხლი 2

1. ეს ბრძანება, გარდა პირველი მუხლის მე-2 პუნქტის ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ბ. ახალაია