„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 ივლისის №23 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 ივლისის №23 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/04/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110407002, 12/04/2011
სარეგისტრაციო კოდი 010260010.35.133.016032
  • Word
14
05/04/2011
ვებგვერდი, 110407002, 12/04/2011
010260010.35.133.016032
„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 ივლისის №23 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2011 ლის 5 აპრილი

დაბა ხელვაჩაური

„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის  დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 ივლისის 23  დადგენილებაში დამატებების  შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკი­ცე­ბის შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 ივლისის 23 დად­გენილებით (გაზეთი „აჭარა“ №77, 14.07.2010, გვ.15–19)  დამტკიცებულ ხელვაჩაურის მუნი­ციპალიტეტის გამგეობის  დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

ა) მე-8 მუხლის  პირველ  პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის   ქვეპუნქტი:

,,ლ) შიდა აუდიტის სამსახური“;

ბ) მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 პუნქტი:

,,13. გამგეობის შიდა აუდიტის სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს გამგეობის სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგაოებისა და გამგეობაზე დაქვემდებარებული სხვა დაწესებულებების  მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის კონტროლს, გამგეობის წინაშე არსებული რისკების დადგენა და შეფასება, ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასებას, გამგეობის ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, ეფექტურობისა და ეკონომიურობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავებას, გამგეობის სისტემაში მოსალოდნელი დარღვევების ან/და სამსახურებრივი გადაცდომების პრევენციას ან/და მათი რისკ-ფაქტორების გამოვლენას და ანალიზს და ახორციელებს ,,სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის  დებულებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს..

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს  კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე      მ. ფარტენაძე