დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების ნუსხის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 314 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 17/05/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 71, 21/05/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/12/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (21/05/2007 - 30/11/2009)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №314
2007 წლის 17 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების ნუსხის დამტკიცების შესახებ
1. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების ნუსხა.
2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების ნუსხა
1. ცეცხლსასროლი იარაღი:
ა) პისტოლეტი, რევოლვერი;
ბ) პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი;
გ) ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი;
დ) ხელის ტყვიამფრქვევი;
ე) ტყვიამფრქვევი;
ვ) შაშხანა;
ზ) სნაიპერული შაშხანა;
თ) ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნი;
ი) ყუმბარმტყორცნი.
2. საბრძოლო მასალა:
ზემოთ ჩამოთვლილი ცეცხლსასროლი იარაღებისათვის განკუთვნილი საბრძოლო მასალა და ხელყუმბარა.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები