დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| აღმასრულებელ ხელისუფლებაში დასაქმებულ მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 638 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 31/12/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 156, 31/12/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/01/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (31/12/2004 - 20/01/2005)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №638
2004 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
აღმასრულებელ ხელისუფლებაში დასაქმებულ მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ
აღმასრულებელ ხელისუფლებაში შრომის ანაზღაურების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარების მიზნით ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად:
1. აღმასრულებელ ხელისუფლებაში მოსამსახურეთა მინიმალური თანამდებობრივი სარგო განისაზღვროს 115 ლარის ოდენობით.
2. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობრივი სარგო განისაზღვროს 3800 ლარის ოდენობით.
3. საქართველოს მთავრობის წევრისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობრივი სარგო განისაზღვროს 3500 ლარის ოდენობით.
4. საქართველოს მთავრობის წევრის I მოადგილის და მოადგილის თანამდებობრივი სარგოები განისაზღვროს შესაბამისად 2900 და 2800 ლარის ოდენობით.
5. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის I მოადგილის და მოადგილის თანამდებობრივი სარგოები განისაზღვროს შესაბამისად 2900 და 2800 ლარის ოდენობით.
6. ბრძანებულების შესრულების კონტროლი დაევალოს საქართველოს სახელმწიფო მინისტრს რეფორმების კოორდინაციის საკითხებში (კ. ბენდუქიძე), საქარველოს ფინანსთა სამინისტროს (ზ. ნოღაიდელი) და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტოს (ლ. ჭიპაშვილი).
7. ბრძანებულება ძალაშია 2005 წლის 1 იანვრიდან.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები