დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საკონსულტაციო ეკონომიკური საბჭოს შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 4 თებერვლის №157 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 484 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
მიღების თარიღი | 18/08/1998 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 16, 20/08/1998 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 14/01/2005 |
სარეგისტრაციო კოდი | 010340000.05.002.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №484
1998 წლის 18 აგვისტო
ქ. თბილისი
„საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საკონსულტაციო ეკონომიკური საბჭოს შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 4 თებერვლის №157 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საკონსულტაციო ეკონომიკური საბჭოს შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 4 თებერვლის №157 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება:
„1. საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საკონსულტაციო ეკონომიკური საბჭო ჩამოყალიბდეს შემდეგი შემადგენლობით:
ედუარდ შევარდნაძე – საქართველოს პრეზიდენტი, საკონსულტაციო ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარე
ვაჟა ლორთქიფანიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი
ირაკლი აბაშიძე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის წარმომადგენელი საქართველოს მთავრობაში
თეიმურაზ ბასილია – საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეკონომიკური რეფორმების საკითხებში
პეტრე ბაქრაძე – სახელმწიფო კანცელარიის ეკონომიკური სამსახურის უფროსი, საკონსულტაციო ეკონომიკური საბჭოს მდივანი
თამაზ ბეჟანიშვილი – სააქციო საზოგადოება „თბილხელსაწყოს“ გენერალური დირექტორი
თენგიზ გაზდელიანი – საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების მინისტრი
ბაკურ გულუა – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი
ივანე ზოდელავა– თბილისის მერი
ირაკლი მანაგაძე – საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
იაკობ მესხია – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსებისა და სტატისტიკის ინსტიტუტის დირექტორი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
ელგუჯა მექვაბიშვილი – თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტის დეკანი, ეკონოკურ მეცნიერებათა კანდიდატი
ვლადიმერ პაპავა – საქართველოს ეკონომიკის მინისტრი
მიხეილ უკლება – საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრი
ზურაბ ტყემალაძე – ფირმა „სამებას“ გენერალური დირექტორი
ვახტანგ ყურაშვილი – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარე
ბადრი შოშიტაიშვილი – საქართველოს მრეწველობის მინისტრი
ივანე ჩხარტიშვილი – „გაერთიანებული ქართული ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე
გიორგი წერეთელი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი
ლადო ჭანტურია – საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნოდარ ჭითანავა – საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ეკონომიკური და სოციალური პრობლემების ინსტიტუტის დირექტორი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი
თეიმურაზ ჭყონია – ფირმა „კოკა-კოლა-კავკასიონის“ პრეზიდენტი
მიხეილ ჭკუასელი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მამუკა ხაზარაძე – ფირმა „თბილისი-ბიზნეს-ცენტრის“ პრეზიდენტი
ე. შევარდნაძე
დოკუმენტის კომენტარები