დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7 |
| დოკუმენტის მიმღები | ახალციხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 01/04/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110406007, 11/04/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040110030.35.138.016024 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (11/04/2011 - 27/09/2013)
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №7
2011 წ ლის 1 აპრილი
ქ. ახალციხე
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 195 მუხლის მე-3 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
მუხლი 1. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობა განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
1. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქალაქ ახალციხეში:
ა. ცენტრალური ზონა – 1 კვადრატულ მეტრზე – 1,5 ლარი,
ბ. შუალედური ზონა – 1 კვადრატულ მეტრზე – 1,2 ლარი,
გ. პერიფერიული ზონა – 1 კვადრატულ მეტრზე – 1 ლარი.
2. შენობა - ნაგებობაზე ქალაქ ახალციხეში:
ა. ცენტრალური ზონა – 1 კვადრატულ მეტრზე – 25 ლარი,
ბ. შუალედური ზონა – 1 კვადრატულ მეტრზე – 10 ლარი,
გ. პერიფერიული ზონა – 1 კვადრატულ მეტრზე – 5 ლარი.
მუხლი 2 . ახალციხის მუნიციპალიტეტის დანარჩენ დასახლებებსა და დასახლებათა შორის არეალებში ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობა განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
1. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე - 1 კვადრატულ მეტრზე – 1 ლარი.
2. შენობა-ნაგებობაზე –1 კვადრატულ მეტრზე – 5 ლარი.
მუხლი 3 . დამტკიცდეს ქალაქ ახალციხის ტერიტორიის ზონირება დანართის მიხედვით.
მუხლი 4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 200 9 წლის 27 თებერვლის №13 დადგენილება.
მუხლი 5. დადგენილება ამოქმედდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე მ . გიქოშვილი
დანართი
| № | ქალაქ ახალციხის ზონების აღწერა |
| 1 | ცენტრალური ზონა |
|
| მდ.ფოცხოვის მარჯვენა სანაპირო ,,ახალი ხიდიდან” - ,,ძველ ხიდამდე” - შემოსაზღვრული შემდეგი ქუჩებით (მათი ჩათვლით): პეტრე იბერის, ე.თაყაიშვილის, წმ.ქეთევან დედოფლის ჩრდილოეთით, 9 აპრილის ქუჩის და ,,ხუთსართულიანი ” დასახლების დასავლეთით მოქცეული ტერიტორია (კერძოდ ქუჩები: მანველიშვილის, წმ.ანდრია პირველწოდებულის, მებაღიშვილის, თაყაიშვილის, კოსტავას, ორბელიანის, თაბუკაშვილის, იაძის, წიქვაძის, ივერიელის, კლდიაშვილის, დემეტრე თავდადებულის, ი.ათონელის, გამსახურდიას, ქეთევან დედოფლის, ბარათაშვილის, მეგობრობის, ნონეშვილის, თბილისის, სულხან-საბას, ნებიერიძის, კეცხოველის, ფარნავაზ მეფის, რუსთაველის, თამარ მეფის, შალვა ახალციხელის, წმ.ილია მართლის, გამრეკელის, თუმანიშვილის, კანანელის, ასპინძის, ვარძიის, ვარძიის ჩიხი, იოანე პეტრიწის, წმ.დავით და კონსტანტინეს, გვარამაძის, 9 აპრილის, სარაჯიშვილის, ხაშურის, მარჯანიშვილის, სააკაძის). |
| 2 | შუალედური ზონა |
|
| რკინიგზის ცენტრალური ლიანდაგის სამხრეთით მდებარე ტერიტორია 9 აპრილის ქუჩის და ,,ახალი ხიდის“ გადაკვეთამდე, ,,რაბათის” დასახლება. (ქუჩები: ციხისძირის, ე.ათონელის, ხმალაძის, გურამიშვილის, ყაზბეგის, ხარისჭირაშვილის, გოგებაშვილის, მაისურაძის, ჩოლოყაშვილის, ნიკოლაძის, ჯავახიშვილის, ვაჟა-ფშაველას, მღვდელი თევდორეს, ფალიაშვილის, ჭყონდიდელის, ჯაყელის, წერეთლის, გორგასლის, ზედგინიძის, მესხეთის, მესხეთის ჩიხი, ბაღინაშვილის, სამსონიძის, ახვლედიანის, დანიელაშვილის, სანაპიროს, ერევნის, ქუთაისის, საფარის, ზარზმელის, გორის ჯანაშიას, თამარაშვილის, მთაწმინდელის, ხანძთელის). |
| 3 | პერიფერიული ზონა |
|
| ივანე ახალციხელის ქუჩის დასახლება, ,,საბარგო სადგურის” დასახლება (ქუჩები: გიორგი ბრწყინვალეს, ბორჯომის, აბასთუმნის, ჭონქაძის, დავით აღმაშენებლის, ივ.ახალციხელის), 9 აპრილის ქუჩის და ,,ახალი ხიდის“ გადაკვეთის აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორია, სომხური სასაფლაოს და ყოფილი ,,ყველ-კარაქის“ ქარხნის მიმდებარე ტერიტორია. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები