დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების შექმნისა და საზღვრების დადგენის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 26 |
| დოკუმენტის მიმღები | ბოლნისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 05/04/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110406004, 08/04/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 14/07/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010080000.35.158.016034 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (08/04/2011 - 14/07/2014)
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №26
2011 წლის 5 აპრილი
ქ. ბოლნისი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების შექმნისა და საზღვრების დადგენის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის მიზნით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს,
მუხლი 1 . ტერიტორიული ორგანოები და მათი საზღვრები
1. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოები და მათი საზღვრებია:
ა) ქალაქ ბოლნისის ტერიტორიული ორგანო (ქალაქი ბოლნისი);
ბ)კაზრეთის თემის ტერიტორიული ორგანო (დაბა კაზრეთი, სოფელი ბალიჭი);
გ)თამარისის თემის ტერიტორიული ორგანო (დაბა თამარისი, სოფლები: ცურტავი, ფარიზი);
დ) ნახიდურის თემის ტერიტორიული ორგანო (სოფლები: ნახიდური, ხიდისყური, მუხრანა, ბალახაური, ჭაპალა, მწყნეთი);
ე) ტალავერის თემის ტერიტორიული ორგანო ( სოფლები: ტალავერი, სავანეთი);
ვ) მამხუტის თემის ტერიტორიული ორგანო ( სოფლები: მამხუტი, ზემო არქევანი, ქვემო არქევანი, ხატავეთი);
ზ) რაჭისუბნის თემის ტერიტორიული ორგანო (სოფლები: რაჭისუბანი, სამტრედო, ვანათი, ხატისოფელი);
თ) რატევნის თემის ტერიტორიული ორგანო ( სოფლები: რატევანი, ზვარეთი);
ი) სოფელ ქვემო ბოლნისის ტერიტორიული ორგანო ( სოფელი ქვემო ბოლნისი);
კ) ბოლნისის თემის ტერიტორიული ორგანო (სოფლები: ბოლნისი, ზემო ბოლნისი, სამწევრისი, ფოლადაური);
ლ) აკაურთის თემის ტერიტორიული ორგანო ( სოფლები: აკაურთა, ძეძვნარიანი, ფოცხვერიანი, იწრია, ძველი ქვეში, გეტა, ბერთაკარი, სენები);
მ) დარბაზის თემის ტერიტორიული ორგანო (სოფლები: დარბაზი, წიფორი, ხახალაჯვარი, ჭრეში);
ნ) სოფელ ტანძიის ტერიტორიული ორგანო ( სოფელი ტანძია);
ო) ქვეშის თემის ტერიტორიული ორგანო ( სოფლები: ქვეში, ჯავშანიანი, კიანეთი, მუშევანი, საბერეთი);
პ) სოფელ დისველის ტერიტორიული ორგანო ( სოფელი დისველი).
მუხლი 2
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ერთეულების შექმნის შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის 20 ნოემბრის №29 დადგენილება.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ნ. საბიაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები