საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვარგარეთ არსებული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ფონდის რეორგანიზაციის თაობაზე

  • Word
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვარგარეთ არსებული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ფონდის რეორგანიზაციის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 530
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 22/11/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 137, 26/11/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 17/03/2006
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
530
22/11/2004
სსმ, 137, 26/11/2004
000000000.00(0).000.000000
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვარგარეთ არსებული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ფონდის რეორგანიზაციის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (26/11/2004 - 19/12/2004)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №530

2004 წლის 22 ნოემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვარგარეთ არსებული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ფონდის რეორგანიზაციის თაობაზე

1. რეორგანიზებულ იქნეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვარგარეთ არსებული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ფონდის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის   2004 წლის 14 აგვისტოს №332 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საზღვარგარეთ არსებული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ფონდი და მის ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საზღვარგარეთ არსებული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ცენტრი (შემდგომში – ცენტრი).

2. ცენტრის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელმა ორგანომ – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ს. ზურაბიშვილი) ერთ თვეში უზრუნველყოს ცენტრის დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.

3. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვარგარეთ არსებული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ფონდის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის    2004 წლის 14 აგვისტოს №332 ბრძანებულების (სსმ III, 2004 წ.,№87,  მუხ.756) მე-2 პუნქტით დამტკიცებული დებულება.

4. ამ ბრძანებულების მე-3 პუნქტი ამოქმედდეს ცენტრის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანების ძალაში შესვლისთანავე.

 მ. სააკაშვილი