საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულებისა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ

  • Word
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულებისა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 737
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 09/09/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 107, 14/09/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 22/11/2005
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
737
09/09/2005
სსმ, 107, 14/09/2005
000000000.00(0).000.000000
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულებისა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (14/09/2005 - 23/09/2005)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №737

2005 წლის 9 სექტემბერი

ქ. თბილისი

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს აპა­რა­ტის დე­ბუ­ლე­ბი­სა და საშ­ტა­ტო გან­რი­გის დამ­ტკი­ცე­ბის შე­სა­ხებ

„ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს შე­სა­ხებ” სა­ქარ­თვე­ლოს ორგანუ­ლი კა­ნო­ნის მე-7 მუხ­ლის შესა­ბა­მი­სად:

1. დამ­ტკიც­დეს საქართველოს ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს აპა­რა­ტის თანდარ­თუ­ლი დე­ბუ­ლე­ბა (დანართი №1) და საშ­ტა­ტო გან­რი­გი (დანართი №2).

2. საშ­ტა­ტო გან­რი­გის შე­სა­ბა­მი­სად გა­ნი­საზ­ღვროს ეროვ­ნუ­ლი უშიშროების საბ­ჭოს აპა­რა­ტის საჯარო მო­ხე­ლე­თა თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბის დასახელე­ბა და თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი სარ­გო­ე­ბი.

3. ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის მოხელეთა საერთო რიცხოვნობა განისაზღვროს 60 (სამოცი) საშტატო ერთეულით.

4. სა­ქარ­თვე­ლოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უზ­რუნ­ველ­ყოს ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს აპა­რა­ტის კავშირგაბმულო­ბი­სა და კომუნა­ლუ­რი მომსა­ხუ­რე­ბა, ხოლო საკანცელარიო, სატრანსპორტო და სხვა სახის ხარჯების დაფინანსება განხორციელდეს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.

5. ძა­ლა­და­კარ­გუ­ლად ჩა­ით­ვა­ლოს „საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულებისა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 22 ნოემბრის №529 ბრძანებულება (სსმ III, 24.11.2004 წ., №135, მუხლი 1203).

6. ბრძანებულება ამოქმედდეს 2005 წლის 1 ოქტომბრიდან.

 მ. სააკაშვილი

დანართი №1

 

საქართველოს ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს აპა­რა­ტის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი (შემდგომში – აპარატი) არის საქართველოს კონსტიტუციის, „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად შექმნილი დაწესებულება, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს ეროვნული უშიშროების საბჭოს ინფორმაციულ-ანალიტიკურ და ორგანიზაციულ საქმიანობას.

2. აპა­რა­ტი არის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლობის, სრუ­ლი­ად საიდუმ­ლო და სა­ი­დუმ­ლო ინფორ­მა­ცი­აზე მო­მუ­შა­ვე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის რეჟი­მის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და თავის საქმი­ა­ნო­ბას ახორციე­ლებს საქართველოს კანონმდებლობის შე­სა­ბა­მი­სად.

3. აპარატს უშუალოდ ხელმძღვანელობს საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, რომელიც ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე.

4. აპარატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, საქართველოს კანონები, კონსტიტუციური შეთანხმება, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები და განკარგულებები, ეს დებულება და საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის სამართლებრივი აქტები.

5. აპარატის დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი და კანონმდებლობით დად­გე­ნი­ლი სხვა შე­მო­სავ­ლე­ბი.

6. აპარატს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშსწორების ანგარიში, სათანადო ხარჯთა ნუსხა, ემბლემა, ბეჭედი და ტიტულოვანი ფურცელი თავისი დასახელებითა და საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.

7. აპარატის იურიდიული მისამართია ქ. თბილისი, ინგოროყვას ქ. №7.

    მუხლი 2. აპარატის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

1. აპა­რა­ტის ძი­რი­თა­დი ამო­ცა­ნაა „ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს შესახებ” სა­ქარ­თვე­ლოს ორ­გა­ნუ­ლი კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად ხე­ლი შეუწყოს საქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი­ს საქმიანობასა და ეროვ­ნუ­ლი უშიშრო­ე­ბის საბ­ჭოს მუ­შა­ო­ბას, აგრეთვე ქვეყ­ნის უსაფ­რთხო­ე­ბის სფერო­ში უმაღლესი პოლიტიკური გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის პროცე­სის კოორ­დი­ნა­ცი­ა­სა და მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების კონტროლს.

2. აპა­რა­ტი კო­ორ­დი­ნა­ცი­ასა და ორ­გა­ნი­ზებას უწევს სახელმწიფო სტრატე­გიის შე­მუ­შა­ვე­ბას თავ­დაც­ვი­ს, უშიშ­რო­ე­ბის, სა­მარ­თალ­დაც­ვის, კორუფციასთან ბრძოლის, სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სხვა სფეროებში, რის­თვი­საც იგი:

ა) ა­ხორ­ცი­ე­ლებს ქვეყ­ნის უსაფ­რთხო­ე­ბის სფეროში არსებული მდგო­მა­რეო­ბის, შიდა და ­გა­რე საფრთხეები­ს ძირი­თა­დი მიმართულებებისა და გა­მოწ­ვე­ვე­ბის შეფასე­ბა­სა და პროგ­ნო­ზი­რე­ბას;

ბ) შე­ი­მუ­შა­ვებს წი­ნა­და­დე­ბებსა და რე­კო­მენ­და­ცი­ებ­ს ქვეყ­ნის უსაფრთხოების პო­ლი­ტი­კი­სა და სტრატეგი­ის შესახებ;

გ) ა­ხორ­ცი­ე­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ულ და ანალიტი­კურ უზრუნველყო­ფას ქვეყ­ნის უსაფ­რთხო­ე­ბას­თან დაკავშირებუ­ლ საკითხებზე;

დ) ა­ხორ­ცი­ე­ლებს ქვეყნის თავდაცვის, უშიშ­როე­ბის, დამნაშა­ვე­ო­ბას­თან ბრძო­ლი­ს, საზოგადოებ­რი­ვი წეს­რი­გის დაც­ვისა და საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში შესაბამისი სამსახურების საქმიანობის კო­ორ­დი­ნა­ცი­ას;

ე) საქართველოს პრეზიდენტის დავალების შესაბამისად უზრუნველ­ყოფს ქვე­ყა­ნა­ში საგანგებო და კრი­ზი­სუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მართვის კო­ორ­დი­ნა­ცი­ას;

ვ) ახორციელებს ქვეყნის თავდაცვის, სამართალდამცავი და სპეციალური სამსახურების მიერ საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი აქტებისა და დავალებების შესრულების საერთო კონტროლს;

ზ) ახორციელებს შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებებიდან ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გამოთხოვასა და მიღებას, საჭიროების შემთხევევაში მათ წარდგენას საქართველოს პრეზიდენტისათვის;

თ) ამ­ზა­დებს ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს სხდო­მებს;

ი) საქართველოს პრე­ზი­დენტს წა­რუდ­გენს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე განსახილ­ველ სა­კით­ხთა შესახებ წინადა­დე­ბებ­სა და რეკომენ­და­ციებს;

კ) სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის და­ვა­ლე­ბის, ეროვ­ნუ­ლი უშიშროების საბ­ჭოს რე­კო­მე­ნ­და­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი წე­სით ამ­ზა­დებს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ნორმატიული აქ­ტე­ბის პრო­ექ­ტებს და ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს კომ­პე­ტენ­ცი­ას მიკუთვნებულ სა­კით­ხებ­ზე განა­ხორ­ცი­ე­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს პრეზიდენტის გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბა­თა აღსრულე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შეფასებასა და სა­თა­ნა­დო რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბას;

ლ) ამ­ზა­დებს საქართველოს პრე­ზი­დენ­ტის ნორმატიული აქ­ტე­ბის პროექტებს თავ­დაც­ვის, უშიშ­როე­ბისა და სა­მარ­თალ­დაც­ვი­ს სფე­რო­ში კანონმდებ­ლო­ბით გან­საზ­ღვრუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რთა და­ნიშვნის, მათ­თვის სამ­ხედ­რო და სპე­ცი­ა­ლუ­რი წო­დე­ბე­ბის მინი­ჭე­ბის შე­სა­ხებ;

მ) საქართველოს პრეზიდენტისათვის მოსახსენებლად განიხილავს სამხედ­რო, სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სახუ­რე­ბი­სა და სა­მარ­თალ­დაც­ვის ორგანოე­ბის მიმართვებ­სა და წერი­ლებს;

ნ) საქართველოს პრეზიდენტის დავალებით წარ­მარ­თავს და ორგანიზაცი­უ­ლად უზრუნველყოფს ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს­თან არსებუ­ლი მუდ­მი­ვი და დრო­ე­ბი­თი საუწყე­ბა­თა­შო­რი­სო კო­მი­სი­ე­ბის საქმიანობას;

ო) ორგანიზებას უწევს სახელმწიფო სტრუქტურების უწყებათაშორის თანამშრომლობას.

3. აპა­რა­ტი, და­კის­რე­ბულ ამო­ცა­ნა­თა შეს­რუ­ლე­ბი­სას, სამსახურებრი­ვად ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლია მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს პრეზი­დენ­ტის წი­ნა­შე.

    მუხლი 3. ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ხელმძღვანელობა

1. აპა­რატს ხელ­მძღვა­ნე­ლობს საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვ­ნუ­ლი უშიშროების საბ­ჭოს მდივანი, რო­მელ­საც თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ნიშ­ნავს და თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან ათავისუფლებს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი.

2. საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვა­ნი:

ა) უზრუნველყოფს ეროვნული უშიშროების საბჭოს მუშაობის ორგანიზებას;

ბ) ხელმძღვანელობს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატს;

გ) ახორციელებს ორგანიზაციულ ღონისძიებებს ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;

დ) ახორციელებს ღონისძიებებს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნების, საქართველოს კანონებისა და საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტების შესასრულებლად;

ე) წარ­მარ­თავს აპა­რა­ტის საქ­მი­ა­ნო­ბას, ახორციელებს აპარატის თანამდებობის პირთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;

ვ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოსცემს სამართლებრივ აქტებს და აწესებს კონტროლს მათ შესრულებაზე. ხელს აწერს სამ­სა­ხურებ­რივ დო­კუ­მენ­ტებს;

ზ) სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს და­სა­ნიშ­ნად წა­რუდ­გენს ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდივ­ნის პირველი მოადგილისა და მო­ად­გი­ლი­ს, საქართველოს პრეზიდენტის – სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის სამხედრო მრჩევლისა და აპა­რა­ტის დეპარტამენტის დირექტორების კანდიდა­ტუ­რებს;

თ) თა­ნამ­დე­ბობა­ზე ნიშ­ნავს და თანამდებობი­დან ათა­ვი­სუფ­ლებს აპარატის სხვა მო­ხე­ლე­ებს, დამხმარე და შტატ­გა­რე­შე მო­სამ­სა­ხუ­რე­ებს;

ი) უფლებამოსილია გასცეს ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის კლასიფიცირებულ ინფორმაციაზე მუშაობის ნებართვა;

კ) უფლებამოსილია შექმნას სა­კონ­კურ­სო-სა­ა­ტეს­ტა­ციო კო­მი­სი­ა;

ლ) დად­გე­ნი­ლი წე­სით იღებს გადაწყვეტილებას აპა­რა­ტის მოხელეთა წახა­ლი­სე­ბი­სა და დის­ციპ­ლი­ნური პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის შესახებ;

მ) ამ­ტკი­ცებს აპა­რა­ტის ში­ნა­გა­ნა­წესს;

ნ) დადგენილი წესით ანიჭებს აპარატში მომუშავე საჯარო მოხელეებს საჯარო სამსახურის შესაბამის საკლასო ჩინებს;

ო) განსაკუთრებული დამსახურებისათვის წარადგენს აპარატის თანამშრომლებს სახელმწიფო ჯილდოზე;

პ) წარადგენს წინადადებებს აპარატის წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხების შესახებ და, აუცილებლობის შემთხვევაში, ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფის თაობაზე;

ჟ) იღებს გადაწყვეტილებას აპარატის საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ;

რ) საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგენს აპარატის დებულებასა და საშტატო განრიგს;

ს) საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს წინადადებებს მუდ­მივი ან დრო­ე­ბითი საუწყებათაშორისო კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების შექმნის შესახებ;

ტ) კოორ­დი­ნა­ცი­ას უწევს მუდ­მივი ან დრო­ე­ბითი კო­მი­სი­ე­ბის საქმიანობას. უფ­ლე­ბა აქვს ცალკე­ულ და­ვა­ლე­ბა­თა შეს­რუ­ლე­ბის ვა­დით კომისი­ის მუ­შა­ო­ბა­ში მონაწი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად სახელ­შეკ­რუ­ლე­ბო საფუძველ­ზე მო­იწ­ვი­ოს სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც არ არი­ან სა­ჯა­რო მოსამსა­ხუ­რე­ე­ბი;

უ) აბა­რებს ან­გა­რიშს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს აპა­რა­ტის საქმიანო­ბის შე­სა­ხებ;

ფ) დად­გე­ნი­ლი წე­სით ას­რუ­ლებს საქართველოს პრე­ზი­დენ­ტის ცალკე­ულ და­ვა­ლე­ბებს.

3. ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვანს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგი­ლე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის წარდგინებით.

4. ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვნის პირველი მოადგილისა და მოადგილის უფლებამოსილებასა და კომ­პე­ტენ­ცი­ებს გან­საზ­ღვრავს საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვა­ნი.

5. საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვნის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ახორციელებს ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვნის პირველი მოადგილე.

    მუხლი 4. აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფები და მათი ძირითადი ამოცანები

1. აპა­რა­ტის სტრუქ­ტუ­რუ­ლი ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბია:

ა) სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა ხელი შეუწყოს საქართველოს სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფას, რისთვისაც ახორციელებს დამნაშავეობასთან ბრძოლის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაციას. დეპარტამენტი მონაწილეობს სამართალდაცვის სისტემის რეფორმირების სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში. დეპარტა­მენ­ტი ახორცი­ე­ლებს ადა­მია­ნის უფ­ლე­ბა­თა და თავისუფლებათა დაც­ვის სფერო­ში ქვეყანაში არსებული მდგომარეობის მო­ნი­ტო­რინგს. დეპარტამენტი მონაწილეობს ქვეყანაში არსებული კონფლიქტების მოწესრიგების სტრატეგიის შემუშავებაში. დეპარტამენტის ამოცანაა მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფოს ერთიანი ანტიკორუფციული პოლიტიკის ფორმირების პროცესსა და სხვადასხვა სფეროში კონკრეტული ანტიკორუფციული პროგრამების შემუშავებაში, განახორციელოს მათი აღსრულე-ბის მონიტორინგი, შეიმუშაოს რეკომენდაციები ქვეყანაში ანტიკორუფციული სისტემების დახვეწის, ეფექტურობის ამაღლებისა და ერთიანი გამართული მექანიზმის ჩამოყალიბების მიზნით;

ბ) თავდაცვის განვითარების დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა ხელი შეუწყოს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განვითარებას, რისთვისაც ახორციელებს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობისა და ქვეყნის თავდაცვის განმტკიცების ეროვნული და საერთაშორისო პროგრამების კოორდინაციას, სამხედრო და თავდაცვითი დანიშნულების სამეცნიერო-სამრეწველო კომპლექსის განვითარებისა და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი საუწყებათაშორისო კომისიის საქმიანობის ხელშეწყობას, თავდაცვის სფეროში მიმდინარე მოვლენების ანალიზსა და მისი განვითარებისათვის შესაბამისი რეკომენდა-ციების მომზადებას;

გ) საერთაშორისო უსაფრთხოების დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შესაბამისი საგარეო-პოლიტიკური სტრატეგიის განსაზღვრის ხელშეწყობა, რეკომენდაციების შემუშავება და ამ სფეროში სახელმწიფო სტრუქტურების ურთიერთქმედების ორგანიზება და მისი განხორციელების კოორდინაცია. დეპარტამენტი ასევე კოორდინაციას უწევს ევროპის გაერთიანებასა და ევრო-ატლანტიკურ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციის პროცესს (როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ); ახორციელებს საერთაშორისო დახმარებებისა და ქვეყანაში მიმდინარე ყველა იმ პროგრამის, საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის, ქვეყნის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების მონიტორინგს, რაც დაკავშირებულია ქვეყნის უსაფრთხოებასთან. დეპარტამენტი აგრეთვე კოორდინაციას უწევს შესაბამისი უწყებების საქმიანობას ქვეყნის ეკონომიკური, ენერგეტიკული და ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. დეპარტამენტი მონაწილეობს აღნიშნულ სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და შესაბამის უწყებათა რეფორმირების პროცესში. დეპარტამენტი ახორციელებს სახელმწიფოს საერთაშორისო და შიდა ეკონომიკური პროგრამებითა და პროექტებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს;

დ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა აპარატის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული საქმიანობის უზრუნველყოფა, რაც მოიცავს საფინანსო-სამეურნეო, საკადრო, იურიდიულ და საქმისწარმოების ფუნქციებს. დეპარტამენტი ახორ-ციელებს აპარატში სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის კონტროლს, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომების ორგანიზებას, საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი საიდუმლო გრიფის მქონე დოკუმენტების რეგისტრაციას, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის საკონტროლო დავალებათა შესრულებას, აწესებს კონტროლს ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის საიდუმლო და კონფიდენციალური ინფორმაციის უსაფრთხოებაზე.

2. აპარატის სტრუქტურულ ქვე­და­ნა­ყო­ფებს ხელმძღვანელობენ დეპარტამენტის დირექტორები. დეპარტამენტის დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის თა­ნა­შემ­წის ეროვნული უშიშრო­ე­ბის სა­კით­ხებ­ში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის წარდგინებით.

    მუხ­ლი 5. აპა­რატ­ში სამ­სა­ხუ­რი

1. აპა­რატ­ში სამ­სა­ხუ­რი არის სა­ჯა­რო სამ­სა­ხური, რო­მე­ლიც რე­გუ­ლირ­დე­ბა მოქ­მე­დი კანონმდებლო­ბით.

2. აპა­რატ­ში, საშ­ტა­ტო გან­რი­გის შე­სა­ბა­მი­სად, თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე შე­იძ­ლე­ბა და­ი­ნიშ­ნონ სამხედრო უწ­ყე­ბის, სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რების ან ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მოსამსახურეები შე­სა­ბა­მი­სი უწ­ყე­ბის კად­რში და­ტო­ვე­ბით.

3. აპა­რა­ტის მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბი და­კის­რე­ბულ ფუნ­ქცი­ებს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ აპა­რა­ტის შინაგანაწე­სის შე­სა­ბა­მი­სად.

4. აპარატში მომუშავე იმ მო­ხე­ლე­ებ­ზე, რომ­ლე­ბიც არი­ან სამ­ხედ­რო, სპე­ცი­ა­ლუ­რი სამსახურების ან ში­ნა­გან საქ­მე­თა ორ­გა­ნო­ე­ბის კად­რის თა­ნამშრომ­ლე­ბი, თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვად ვრცელ­დე­ბა საქართველოს კანონმდებლობით და­წე­სე­ბუ­ლი ყვე­ლა და­ნა­მა­ტი, შე­ღა­ვა­თი და კომპენ­სა­ცია.

    მუხლი 6. დასკვნითი დებულებანი

დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

     დანართი №2

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს აპა­რა­ტის

საშ­ტა­ტო განრიგი

თა­ნამ­დე­ბო­ბა

საშ­ტა­ტო

კატეგორია

საშ­ტა­ტო ერ­თე­უ­ლის რა­ო­დე­ნო­ბა

თა­ნამ­დე­ბობრი­ვი სარ­გო

2005 წელს

2006 წლის 1 იანვრიდან

1

საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვა­ნი

მთავარი საჯარო თანამდებობა

1

950.00

2980.00

2

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილე

მთავარი საჯარო თანამდებობა

1

810.00

2100.00

3

ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდივ­ნის მო­ად­გი­ლე

მთავარი საჯარო თანამდებობა

1

800.00

2000.00

4

საქართველოს პრეზიდენტის – სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის სამხედრო მრჩეველი

გენერალ-მაიორი

1

750.00

1900.00

5

ეროვნული უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდივნის თანაშემწე

წამყვანი საჯარო თანამდებობა

1

450.00

780.00

6

წამყვანი სპეციალისტი

წამყვანი საჯარო თანამდებობა

1

390.00

480.00

7

სპეციალისტი

უფროსი საჯარო თანამდებობა

3

220.00

380.00

სულ:

9

 

სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტი

თა­ნამ­დე­ბო­ბა

საშ­ტა­ტო

კატეგორია

საშ­ტა­ტო ერ­თე­უ­ლის რა­ო­დე­ნო­ბა

თა­ნამ­დე­ბობრი­ვი სარ­გო

2005 წელს

2006 წლის 1 იანვრიდან

1

დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რი

მთავარი საჯარო თანამდებობა

1

700.00

1500.00

2

დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის

მო­ად­გი­ლე

წამყვანი საჯარო თანამდებობა

1

605.00

950.00

სამართალდაცვისა და სპეციალურ სამსახურებთან ურთიერთობის განყოფილება

3

განყოფილების უფროსი

წამყვანი საჯარო თანამდებობა

1

580.00

780.00

4

მთა­ვა­რი მრჩე­ვე­ლი

წამყვანი საჯარო თანამდებობა

4

450.00

680.00

შიდა კონფლიქტების მოწესრიგების განყოფილება

5

განყოფილების უფროსი

წამყვანი საჯარო თანამდებობა

1

580.00

780.00

6

მთა­ვა­რი მრჩე­ვე­ლი

წამყვანი საჯარო თანამდებობა

2

450.00

680.00

ადამიანის უფლებათა დაცვის განყოფილება

7

განყოფილების უფროსი

წამყვანი საჯარო თანამდებობა

1

580.00

780.00

8

მთა­ვა­რი მრჩე­ვე­ლი

წამყვანი საჯარო თანამდებობა

2

450.00

680.00

ანტიკორუფციული პოლიტიკის განყოფილება

9

განყოფილების უფროსი

წამყვანი საჯარო თანამდებობა

1

580.00

780.00

10

მთა­ვა­რი მრჩე­ვე­ლი

წამყვანი საჯარო თანამდებობა

2

450.00

680.00

სულ დეპარტამენტში:

16

 

თავდაცვის განვითარების დე­პარ­ტა­მენ­ტი

 

თა­ნამ­დე­ბო­ბა

საშ­ტა­ტო

კატეგორია

საშ­ტა­ტო ერ­თე­უ­ლის რა­ო­დე­ნო­ბა

თა­ნამ­დე­ბობრი­ვი სარ­გო

2005 წელს

2006 წლის 1 იანვრიდან

1

დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რი

მთავარი საჯარო თანამდებობა

1

700.00

1500.00

ბრიგადის გენერალი

2

დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტორის

მო­ად­გი­ლე

წამყვანი საჯარო თანამდებობა

1

605.00

950.00

პოლკოვნიკი

თავდაცვის საკითხთა განყოფილება

3

განყოფილების უფროსი

წამყვანი საჯარო თანამდებობა

1

580.00

780.00

პოლკოვნიკი

4

მთა­ვა­რი მრჩე­ვე­ლი

წამყვანი საჯარო თანამდებობა

3

450.00

680.00

პოლკოვნიკი

სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა განყოფილება

5

განყოფილების უფროსი

წამყვანი საჯარო თანამდებობა

1

580.00

780.00

პოლკოვნიკი

6

მთა­ვა­რი მრჩე­ვე­ლი

წამყვანი საჯარო თანამდებობა

2

450.00

680.00

პოლკოვნიკი

სულ დეპარტამენტში:

9

 

 

 

საერთაშორისო უსაფრთხოების დე­პარ­ტა­მენ­ტი

 

თა­ნამ­დე­ბო­ბა

საშ­ტა­ტო

კატეგორია

საშ­ტა­ტო ერ­თე­უ­ლის რა­ო­დე­ნო­ბა

თა­ნამ­დე­ბობრი­ვი სარ­გო

2005 წელს

2006 წლის 1 იანვრიდან

1

დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რი

მთავარი საჯარო თანამდებობა

1

700.00

1500.00

2

დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის

მო­ად­გი­ლე

წამყვანი საჯარო თანამდებობა

2

605.00

950.00

საერთაშორისო უსაფრთხოების განყოფილება

3

განყოფილების უფროსი

წამყვანი საჯარო თანამდებობა

1

580.00

780.00

4

მთა­ვა­რი მრჩე­ვე­ლი

წამყვანი საჯარო თანამდებობა

3

450.00

680.00

ეკონომიკური უსაფრთხოების განყოფილება

5

განყოფილების უფროსი

წამყვანი საჯარო თანამდებობა

1

580.00

780.00

6

მთა­ვა­რი მრჩე­ვე­ლი

წამყვანი საჯარო თანამდებობა

2

450.00

680.00

სულ დეპარტამენტში:

10

 

 

ადმინისტრაციული დეპარტამენტი

თა­ნამ­დე­ბო­ბა

საშ­ტა­ტო

კატეგორია

საშ­ტა­ტო ერ­თე­უ­ლის რა­ო­დე­ნო­ბა

თა­ნამ­დე­ბობრი­ვი სარ­გო

2005 წელს

2006 წლის 1 იანვრიდან

1

დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რი

მთავარი საჯარო თანამდებობა

1

700.00

1500.00

2

დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის

მო­ად­გი­ლე

წამყვანი საჯარო თანამდებობა

1

605.00

950.00

საორგანიზაციო, იურიდიულ საკითხთა და კადრების განყოფილება

3

განყოფილების უფროსი

წამყვანი საჯარო თანამდებობა

1

580.00

780.00

4

მთა­ვა­რი მრჩე­ვე­ლი

წამყვანი საჯარო თანამდებობა

1

450.00

680.00

5

წამყვანი სპეციალისტი

წამყვანი საჯარო თანამდებობა

1

390.00

480.00

საფინანსო-სამეურნეო განყოფილება

7

განყოფილების უფროსი

წამყვანი საჯარო თანამდებობა

1

580.00

780.00

8

მთა­ვა­რი მრჩეველი

წამყვანი საჯარო თანამდებობა

1

450.00

680.00

9

წამყვანი სპეციალისტი

წამყვანი საჯარო თანამდებობა

1

390.00

480.00

10

ბუღალტერი

უფროსი საჯარო თანამდებობა

1

350.00

450.00

11

მოლარე

უფროსი საჯარო თანამდებობა

1

300.00

380.00

საქმისწარმოებისა და საიდუმლოების დაცვის განყოფილება

12

განყოფილების უფროსი

წამყვანი საჯარო თანამდებობა

1

580.00

780.00

13

მთა­ვა­რი სპეციალისტი

წამყვანი საჯარო თანამდებობა

2

400.00

550.00

14

სპეციალისტი

უფროსი საჯარო თანამდებობა

3

220.00

380.00

სულ დეპარტამენტში:

16

 

სულ აპარატში:

60