დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საერთო კრების მოწვევის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | ს.ს"კავკასელექტრომშენი" |
| მიღების თარიღი | 05/04/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110405026, 06/04/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
განცხადება
სს ,,კავკასელექტროქსელმშენის” აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ
სს ,,კავკასელექტროქსელმშენის” დირექტორი იწვევს საზოგადოების საერთო კრებას, რომელიც გაიმართება 2011 წლის 28 აპრილს დღის 12 საათზე, შემდეგ მისამართზე: 0186, ქ. თბილისი, ა. პოლიტკოვსკაიას (ყოფილი ჯიქიას) ქ. №6, II სართული.
სს ,,კავკასელექტროქსელმშენის” მიერ სააღრიცხვო თარიღად დადგენილია 2011 წლის 6 აპრილი.
საერთო კრების დღის წესრიგი:
1. სს ,,კავკასელექტროქსელმშენის” 2010 წლის შედეგების შეჯამება.
2. სხვადასხვა საკითხები.
დღის წესრიგის საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება შეიძლება სს ,,კავკასელექტროქსელმშენის” ცენტრალურ ოფისში (0186, ქ. თბილისი, ა. პოლიტკოვსკაიას (ყოფილი ჯიქიას) ქ. №6, II სართული, ხოლო განმარტებების მისაღებად მოთხოვნა წერილობით უნდა იქნეს დაყენებული დირექტორის წინაშე კრებამდე 10 დღით ადრე.
კრების მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან:
- ჩვეულებრივი აქციის მფლობელი აქციონერები, თუ ისინი რეგისტრირებულნი არიან საზოგადოების აქციონერთა რეესტრში 2011 წლის 6 აპრილის მდგომარეობით
სს ,,კავკასელექტროქსელმშენის” აქციათა რეესტრს აწარმოებს სს ,,საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი”, შემდეგ მისამართზე: 0162 ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №74ა, ტელ.: 22-53-51.
სს ,,კავკასელექტროქსელმშენის” დირექტორი ნ. სულთანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები