"სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 4 მარტის №10 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
"სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 4 მარტის №10 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები სამტრედიის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/03/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110405025, 07/04/2011
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.120.016034
  • Word
16
31/03/2011
ვებგვერდი, 110405025, 07/04/2011
010250020.35.120.016034
"სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 4 მარტის №10 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
სამტრედიის მუნიციპალიტეტი

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულო

 დადგენილება № 16

2011 წლის 31 მარტი

ქ. სამტრედია                                                 

,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 4 მარტის №10 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 4 მარტის №10 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებ-პორტალი, 16.03.2011) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

 1. ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 4 მარტის №10 დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 3

 განისაზღვროს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადის განაკვეთი 1 ჰა-ზე გაანგარიშებით:

ა) საძოვრებისათვის – 16 ლარის ოდენობით;  

ბ) სათიბებისათვის – 18 ლარის ოდენობით;

გ) სხვა მიწებისათვის – 75 ლარის ოდენობით.

 2. ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 4 მარტის №10 დადგენილების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 7

სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის გადახდისაგან გათავისუფლდნენ პირები:

1. ქალაქის, დაბის და სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრებელ სახლებზე მიმგრებული საკარმიდამო მიწის (მათ შორის, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე მიმაგრებული მიწის) ნაკვეთის ფარგლებში.

2. ავტოფარეხებზე მიმაგრებულ მიწის ნაკვეთებზე“.

  მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                    ა. ჯვარშეიშვილი