ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენაზე უფლებამოსილების მინიჭებისა და ოქმის ფორმის დამტკიცების შესახებ

  • Word
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენაზე უფლებამოსილების მინიჭებისა და ოქმის ფორმის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები აბაშის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/03/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110405017, 08/04/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 06/12/2011
სარეგისტრაციო კოდი 020080160.35.110.016044
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
17
31/03/2011
ვებგვერდი, 110405017, 08/04/2011
020080160.35.110.016044
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენაზე უფლებამოსილების მინიჭებისა და ოქმის ფორმის დამტკიცების შესახებ
აბაშის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (08/04/2011 - 25/11/2011)

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17

2011 წლის 31 მარტი

ქ. აბაშა

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის  შედგენაზე უფლებამოსილების მინიჭებისა და  ოქმის ფორმის დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის   მე-2 პუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის მე-14 პუნქტის, 240-ე და 252-ე მუხლების საფუძველზე, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევეთა კოდექსის 148-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-4 და 151-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის უფლებამოსილება, არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირის „აბაშის კეთილმოწყობის“ მომსახურების არეალში მიენიჭოს მის დირექტორს, ხოლო აბაშის მუნიციპალიტეტის სხვა ტერიტორიაზე გამგეობის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელს – გამგეობის რწმუნებულს.

2. დამტკიცდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმა №1 დანართის შესაბამისად.

3. დადგენილება ამოქმედდეს „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოქვეყნებისთანავე. 

საკრებულოს თავმჯდომარე           დ. თოფურია

 

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №

                  -----------------------------------------------------------------------------

                      ოქმის შედგენის ადგილი და თარიღი

მე, ----------------------------------------------------------------------------------------------------------------

უფლებამოსილი პირის თანამდებობა, სახელი, გვარი, მამის სახელი

აღნიშნული ოქმი შევადგინე მასზე, რომ --------------------------------------------------------------------

                                                             სამართალდარღვევის ჩადენის თარიღი, ადგილი და შინაარსი

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 ოქმში მითითებული სამართალდარღვევა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ------------- მუხლის -------------------- ნაწილით ითვალისწინებს:

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 აღნიშნულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით სამართალდამრღვევი პირის

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

                                                            სახელი, გვარი, მისამართი, პირადი

ახსნა-განმარტება--------------------------------------------------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

  სამართალდამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე და 252-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის უფლებები და მოვალეობები, კერძოდ: სამართალდარღვევის ჩამდენს უფლება აქვს, წარმოადგინოს ოქმისათვის დასართავი შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო, აგრეთვე ჩამოაყალიბოს მის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივი. ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება იმ პირის თანდასწრებით, რომელიც მიცემულია ადმინისტრაციულ პასუხისგებაში. ამ პირის დაუსწრებლად საქმე შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ ისეთ შემთხვევაში, როცა არის ცნობა მისთვის საქმის განხილვის ადგილისა და დროის დროული შეტყობინების შესახებ და მისგან არ არის შემოსული შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე

-----------------------------------

ოქმი შევადგინე --------------------------------------------- ოქმს გავეცანი ------------------------------------

                  უფლებამოსილი მოხელეების ხელმოწერა                       სამართალდამრღვევი პირის ხელმოწერა

 

მოწმეები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ------------------------------------------------------------------

                                                                                         სახელი, გვარი, მისამართი, პირადი ხელმოწერა

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ოქმის ასლი მივიღე-----------------------------------------------------------------------------------------------

სამართალდამრღვევი პირის სახელი, გვარი, ხელმოწერა

უფლებამოსილი მოხელის აღნიშვნა, თუ სამართალდამრღვევმა უარი განაცხადა ოქმის ხელმოწერაზე და ასლის მიღებაზე --------------------------------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------