„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა თარგმნის ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 30 ნოემბრის N277 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 88
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 04/04/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110405012, 08/04/2011
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.030.016014
  • Word
88
04/04/2011
ვებგვერდი, 110405012, 08/04/2011
040030000.22.030.016014
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა თარგმნის ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 30 ნოემბრის N277 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება 88

2011 წლის 4 აპრილი

ქ. თბილისი

 „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა თარგმნის ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 30 ნოემბრის №277 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე–5 მუხლის პირველი პუნქტის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა თარგმნის ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 30 ნოემბრის №277 ბრძანებით (სსმ III, 08.12.2006 წ., №165 მუხ. 2246) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

ა) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ბიუროს მიზანს წარმოადგენს:

) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა და სხვა სახის ოფიციალური დოკუმენტების თარგმნა;

ბ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების უცხოენოვანი ტექსტების ოფიციალური დამოწმება;

) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ოფიციალური ვიზიტით მყოფი უცხოელი სტუმრებისა და დელეგაციების ერთობლივი პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების სინქრონული თარგმანით უზრუნველყოფა;

) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უზრუნველყოფა მაღალკვალიფიციური თარჯიმნებით.“;

 ბ) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. ბიურო უსასყიდლოდ უწევს მომსახურებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მოვალეობის შემსრულებელი                         . ვაშაკიძე