„დოკუმენტის ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის №406 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„დოკუმენტის ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის №406 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 180
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 05/04/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110405009, 05/04/2011
სარეგისტრაციო კოდი 010340000.08.002.016198
180
05/04/2011
ვებგვერდი, 110405009, 05/04/2011
010340000.08.002.016198
„დოკუმენტის ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის №406 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №180

2011 წლის 5 აპრილი

ქ. თბილისი

„დოკუმენტის ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის №406 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „დოკუმენტის ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის №406 ბრძანებულებაში (სსმ III, 2009 წ., №86, მუხ. 926) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ბრძანებულების პირველ პუნქტში სიტყვა (ციფრი): „მე-18 მუხლის“ შეიცვალოს სიტყვით (ციფრით): „მე-11 მუხლის“;

ბ) ბრძანებულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დოკუმენტის ლეგალიზაციის წესის (დანართი №1):

ბ.ა) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2.

საქართველოში ლეგალიზაციის განხორციელებით დასტურდება საქართველოს ტერიტორიაზე შედგენილ დოკუმენტსა და სალეგალიზაციო შტამპზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობა, ხელმომწერი პირის უფლებამოსილება, ხოლო დოკუმენტის ბეჭდით ან შტამპით დამოწმების შემთხვევაში – მათი ავთენტიკურობა.“;

ბ.ბ) მე-4 მუხლის:

ბ.ბ.ა) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: „შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტები, ასევე“;

ბ.ბ.ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლის ლეგალიზაცია გულისხმობს ორიგინალზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობის, ხელმომწერი პირის უფლებამოსილების, ხოლო დოკუმენტის ბეჭდით ან შტამპით დამოწმების შემთხვევაში – მათი ავთენტიკურობის დადასტურებას.

4. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დამოწმებული ასლის ლეგალიზაცია გულისხმობს დოკუმენტის დამოწმების ფურცელზე ან დოკუმენტზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობის, ხელმომწერი პირის უფლებამოსილების, ხოლო დოკუმენტის ბეჭდით ან შტამპით დამოწმების შემთხვევაში – მათი ავთენტიკურობის დადასტურებას.“;

ბ.გ) მე-6 მუხლის:

ბ.გ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დოკუმენტის ლეგალიზაცია ხორციელდება ორ ეტაპად: უფლებამოსილი ორგანო ახდენს დოკუმენტზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობის, ხელმომწერი პირის უფლებამოსილების, ხოლო დოკუმენტის ბეჭდით ან შტამპით დამოწმების შემთხვევაში – მათი ავთენტიკურობის დამოწმებას, რის შემდეგაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ახდენს პირველ ეტაპზე განხორციელებული ლეგალიზაციის შტამპზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობის, ხელმომწერი პირის უფლებამოსილებისა და ბეჭდის ავთენტიკურობის დამოწმებას.“;

ბ.გ.ბ) მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ.დ) მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ.ე) 81 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საზღვარგარეთ მყოფი პირი უფლებამოსილია განცხადება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის –სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტის ლეგალიზაციის შესახებ წარადგინოს ელექტრონული ფორმით, ამ მუხლით დადგენილი წესით.“;

ბ.ვ) მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ დოკუმენტი ექვემდებარება ლეგალიზებას, უფლებამოსილი ორგანოები ადგენენ დოკუმენტზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობას, ხელმომწერი პირის უფლებამოსილებას, ხოლო დოკუმენტის ბეჭდით ან შტამპით დამოწმების შემთხვევაში – მათ ავთენტიკურობას.“.

2. ამ ბრძანებულების ამოქმედებამდე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში წარდგენილი დოკუმენტების ლეგალიზაცია განახორციელოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ.

3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-3 დღეს.  

მ. სააკაშვილი