„დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის №404 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის №404 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 181
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 05/04/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110405008, 05/04/2011
სარეგისტრაციო კოდი 010340000.08.002.016199
181
05/04/2011
ვებგვერდი, 110405008, 05/04/2011
010340000.08.002.016199
„დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის №404 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №181

2011 წლის 5 აპრილი

ქ. თბილისი


„დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის №404 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე


1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის №404 ბრძანებულების (სსმ III , 2009 წ., №86, მუხ. 924) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესში (დანართი №1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2

აპოსტილით დამოწმებისას დასტურდება საქართველოს ტერიტორიაზე შედგენილ დოკუმენტებზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობა, ხელმომწერი პირის უფლებამოსილება, ხოლო დოკუმენტის ბეჭდით ან შტამპით დამოწმების შემთხვევაში – მათი ავთენტიკურობა.“;

ბ) მე-3 მუხლის:

ბ.ა) პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: „შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტები, ასევე“;

ბ.ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლის აპოსტილით დამოწმება გულისხმობს დოკუმენტზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობის, ხელმომწერი პირის უფლებამოსილების, ხოლო დოკუმენტის ბეჭდით ან შტამპით დამოწმების შემთხვევაში – მათი ავთენტიკურობის დადასტურებას.

4. ადმინისტრაციული ორგან ოს მიერ დამოწმებული ასლის აპოსტილით დამოწმება გულისხმობს დოკუმენტის დამოწმების ფურცელზე ან დოკუმენტზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობის, ხელმომწერი პირის უფლებამოსილების, ხოლო დოკუმენტის ბეჭდით ან შტამპით დამოწმების შემთხვევაში – მათი ავთენტიკურობის დადასტურებას.“;

გ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ დოკუმენტი ექვემდებარება აპოსტილით დამოწმებას, შესაბამისი ორგანოები ადგენენ დოკუმენტზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობას, ხელმომწერის უფლებამოსილებას, ხოლო დოკუმენტის ბეჭდით ან შტამპით დამოწმების შემთხვევაში – მათ ავთენტიკურობას.“.

2. ამ ბრძანებულების ამოქმედებამდე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში წარდგენილი დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება გან ახორციელოს საქართველოს შრომის, ჯანმრ თელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ.

3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-3 დღეს.

მ. სააკაშვილი