„მცირე საწარმოთა საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 26 იანვრის №16 ბრძანებულებასა და ამ ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 485
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 24/11/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 116, 27/11/2002
ძალის დაკარგვის თარიღი 26/12/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
485
24/11/2002
სსმ, 116, 27/11/2002
000000000.00(0).000.000000
„მცირე საწარმოთა საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 26 იანვრის №16 ბრძანებულებასა და ამ ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №485

2002 წლის 24 ნოემბერი

ქ. თბილისი

„მცირე საწარმოთა საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 26 იანვრის №16 ბრძანებულებასა და ამ ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„მცირე საწარმოთა საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 26 იანვრის №16 ბრძანე­ბულებასა და ამ ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებისა და დებულების სათაურსა და ტექსტს, გარდა ბრძანებულების მე-5 პუნქტისა, სიტყვის „მცირე“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „და საშუალო“.

2. მცირე საწარმოთა საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობიდან გამოყვანილ იქნენ ოლეგ ნიკოლეიშვილი და ვაჟა კაპანაძე.

3. მცირე და საშუალო საწარმოთა საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში შეყვანილ იქნენ:

ზურაბ ანთელიძე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი

პაატა ჭარაქაშვილი – საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოად­გილე.

4. დებულების II თავის მე-2 პუნქტის „ა” ქვეპუნქტი ჩამოყა­ლიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ექვსი საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელია“.

5. დებულების III თავის პირველ პუნქტს დაემატოს „ე“ ქვეპუნქტი: „ე) საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგენს მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამას“.

ე. შევარდნაძე