დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მცირე საწარმოთა საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 26 იანვრის №16 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 410 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 18/09/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 86, 20/09/2000 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 26/12/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №410
2000 წლის 18 სექტემბერი
ქ. თბილისი
„მცირე საწარმოთა საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 26 იანვრის №16 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„მცირე საწარმოთა საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის №16 ბრძანებულების პირველ პუნქტში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მცირე საწარმოთა საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობიდან გამოყვანილ იქნენ: გურამ დიდბარიძე, ნოდარ ცანავა, გიორგი ჭუმბურიძე, გელა ჩარკვიანი, გიორგი გაჩეჩილაძე.
2. მცირე საწარმოთა საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობად მიეთითოთ:
ივანე ჩხარტიშვილი – საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი
მიხეილ ჯიბუტი – საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან არსებული ფასების სახელმწიფო ინსპექციის უფროსი.
3. მცირე საწარმოთა საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში შეყვანილ იქნენ:
აკაკი ზოიძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე
ოლეგ ნიკოლეიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე
ერეკლე ქიქოძე – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს აგრარული რეფორმების დეპარტამენტის უფროსი
გიორგი შონია – საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე
ლევან ძნელაძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები