დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2495 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 18/07/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 22, 08/08/2003 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200.000.000.05.001.001.330 |
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №32, 1997წლის 24 ივლისი) 273-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 66-ე ნაწილი:
„66. შეწყდეს საგადასახადო ვალდებულებები ფიზიკური პირების საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების მიხედვით გაანგარიშებული მიწის გადასახადის ვადაგადაცილებულ დავალიანებათა თანხებზე 2003 წლის 1 ივნისის მდგომარეობით დარიცხულ საურავებზე და მათი ჩამოწერა განხორციელდეს ამ კოდექსის 250-ე მუხლის შესაბამისად.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
2003 წლის 18 ივლისი.
№2495_რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები