„აღმასრულებელი ხელისუფლების ნორმატიული აქტების მომზადების, გამოცემის, გამოქვეყნებისა და მოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 17 მაისის №326 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„აღმასრულებელი ხელისუფლების ნორმატიული აქტების მომზადების, გამოცემის, გამოქვეყნებისა და მოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 17 მაისის №326 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 207
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 25/05/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 55, 29/05/2001
ძალის დაკარგვის თარიღი 27/04/2010
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
207
25/05/2001
სსმ, 55, 29/05/2001
000000000.00(0).000.000000
„აღმასრულებელი ხელისუფლების ნორმატიული აქტების მომზადების, გამოცემის, გამოქვეყნებისა და მოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 17 მაისის №326 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №207

2001 წლის 25 მაისი

ქ. თბილისი

„აღმასრულებელი ხელისუფლების ნორმატიული აქტების მომზადების, გამოცემის, გამოქვეყნებისა და მოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 17 მაისის 326 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტების მომზადებისა და გამოცემის, აგრეთვე საქართველოს კანონების პროექტების მომზადების პროცესის შემდგომი სრულყოფის მიზნით „აღმასრულებელი ხელისუფ­ლების ნორმატიული აქტების მომზადების, გამოცემის, გამოქვეყნებისა და მოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 17 მაისის 326 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამა­ტებები:

1. მე-8 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის პირველი წინადადებიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „საქართველოს პრეზიდენტის მითითებით “,  ხოლო მეორე წი­ნა­დადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „აღმასრულებელი ხელი­სუფ­­ლების დაწესებულების მიერ ბრძანებულების პროექტის მომზადების უზრუნველყოფისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო კანცელარია, ხოლო უშუალოდ პროექტისათვის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების ხელმძღვანელი.“;

ბ) მე-3 პუნქტში სიტყვის „უნდა“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „ერთდროულად“;

გ) მე-4 პუნქტში სიტყვები „სახელმწიფო კანცელარიის ან იმ სახელმწიფო ორგანოს მეშვეობით, რომელსაც დაევალა პროექტის მომ­ზადება“ შეიცვალოს სიტყვებით „პროექტის მომმზადებელი სახელმწიფო ორგანოს მიერ“;

დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტზე დასკვნი­სათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეძლევა ერთი თვის ვადა, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა დაწესებულებებს ორი კვირის ვადა, ხოლო განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკით­ხებზე ეს ვადები შეიძლება შეიცვალოს საქართველოს პრეზიდენტის მითითებით. ამ პუნქტით გათვალისწინებულ ვადებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ან აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა დაწე­სებულების მიერ დასკვნის გაუცემლობის შემთხვევაში ბრძანებულების პროექტი ითვლება შეთანხმებულად შესაბამის სახელმწიფო დაწე­სებულებასთან“.;

ე) მე-7 პუნქტს „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები:

„დ) პროექტთან დაკავშირებით მიღებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა დაწესებუ­ლებების დასკვნები;

ე) პროექტთან დაკავშირებით მიღებული შენიშვნებისა და მათი განხილვის შედეგების ნუსხა ან/და პროექტის შეთანმხების ფურცელი“;

ვ) მე-7 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს ბოლო აბზაცი;

ზ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-71 , მე-72  და მე-73    პუნქტები:

„71 . საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტის საბო­ლოო ვარიანტი, სახელმწიფო კანცელარიის შესაბამისი ქვედანაყოფების ვიზირების შემდეგ გადაეცემა  საქართველოს სახელ­მწიფო კანცელარიის იურიდიულ სამსახურს სამართლებრივი დასკვნისა და ვიზირებისათვის, რის შემდეგაც სახელმწიფო კანცელარიის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით იგი შეიძლება განხილულ იქნეს საქართველოს მთავრობის სხდომაზე ან მოეწეროს ხელი.  იურიდიული სამსახური და სახელმწიფო კანცელარიის სხვა შესაბამისი ქვედა­ნაყოფები უფლებამო­სილი არიან აუცილებლობის შემთხვევაში მოიწვიონ პროექტისა და მასთან დაკავშირებული შენიშვნების წარმდგენი სახელმწიფო ორგა­ნოების წარმომადგენლები, აგრეთვე გამოითხოვონ დამატებითი ინფორ­მაცია პროექტთან დაკავშირებულ საკითხებზე. იურიდიულ სამსახურსა და სახელმწიფო კანცელარიის სხვა შესაბამის ქვედანაყოფებში პროექტი განიხილება 2 კვირის ვადაში. იურიდიული სამსახურის მიერ პროექტი უბრუნდება წარმდგენ სახელმწიფო ორგანოს, თუ:

ა) პროექტთან დაკავშირებით არსებობს სახელმწიფო ორგანოს ან არასამთავრობო ორგანიზაციის დასაბუთებული სამართლებრივი ხასი­ათის შენიშვნა, რომელსაც იზიარებს იურიდიული სამსახური პროექტის წარმდგენი სახელმწიფო ორგანოს მიერ ამ შენიშვნის გაუთვა­ლის­წინებლობის შემთხვევაში;

ბ) პროექტთან დაკავშირებით იურიდიულ სამსახურს გააჩნია სამართლებრივი ხასიათის შენიშვნა  პროექტის წარმდგენი სახელმწიფო ორგანოს მიერ ამ შენიშვნის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში.

72 . საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის იურიდიულ სამსა­ხურში ვიზირებულ ყველა ბრძანებულების პროექტზე იურიდიული სამსა­ხური ადგენს ბრძანებულების პროექტის პასპორტს, რომელშიც აღი-ნიშნება:

ა) პროექტის სრული სახელწოდება;

ბ) პროექტის წარმდგენი სახელმწიფო ორგანო;

გ) პროექტისა და თანდართული მასალების ფურცლების რაოდენობა;

დ) ის სახელმწიფო ორგანოები, რომლებთანაც შეთანხმებულია პროექტი;

ე) პროექტთან დაკავშირებით მიღებული შენიშვნების შინაარსი, შენიშვნების წარმომდგენი სახელმწიფო ორგანოები და შენიშვნების განხილვის შედეგები;

ვ) იურიდიული სამსახურის დასკვნა პროექტზე;

ზ) პროექტის სახელმწიფო კანცელარიაში წარდგენის, იურიდიულ სამსახურში მიღების, მის მიერ დასკვნის შედგენისა და სამსახურიდან გასვლის თარიღები, აგრეთვე რეგისტრაციის ნომერი.

73. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტის პასპორტს ხელს აწერს იურიდიული სამსახურის უფროსი“.;

თ) მე-9 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის პირველი წინადადება: „საქართველოს პრეზიდენტისათვის ხელმოსაწერად წარდგენილ ბრძანე­ბულების პროექტს უნდა დაერთოს:

ა) პროექტის პასპორტი;

ბ) ცალკეულ შემთვხევებში, აგრეთვე სხვა შესაბამისი დოკუმენტი, რომლის დართვასაც მოითხოვს პროექტის წარმდგენი ან პროექტზე შენიშვნის ავტორი სახელმწიფო ორგანო.“;

ი) მე-10 პუნქტს ბოლოში დაემატოს შემდეგი შინაარსის წინადადება: „პროექტის გადამუშავებული და საბოლოო რედაქცია ექვემდებარება ხელახალ განხილვასა და ვიზირებას საქარველოს სახელმწიფო კანცე-ლარიის იურიდიულ სამსახურსა და სახელმწიფო კანცელარიის სხვა შესაბამის ქვედანაყოფებში ამ ბრძანებულებით დადგენილი წესით.“.

2. მე-19 მუხლში:

ა) ამოღებული იქნეს მე-2 პუნქტი;

ბ) მე-3 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „საკანონმდებლო აქტით ან საქართველოს პრეზიდენტის მიერ დადგენილ ვადაში“.

3. მე-20 მუხლის მე-6 პუნქტის პირველ წინადადებაში სიტყვები „ოპერატიული დაგეგმვისა და მართვის სამსახურს“ შეიცვალოს სიტყვე­ბით „საოქმო-სარედაქციო და საორგანიზაციო სამსახურს“.

ე. შევარდნაძე

 

ნორმატიული აქტის პროექტის მოძრაობის პასპორტი

1. ნორმატიული აქტის პროექტის სახელწოდება

*

*

*

2. ნორმატიული აქტის პროექტის წარმოდგენა

*

*

3. მასალის მოცულობა

ა) ნორმატიული აქტის პროექტი (განმარტებითი ბარათი) - *** გვ:L ბ) სხვა დანართები *** გვ. მათ შორის:

 

№№

დოკუმენტის სახელწოდება

გვ. რაოდ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

4. ნორმატიული აქტის პროექტის შეთანხმება:

 

№№

აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება

განხილვის შედეგი

№№

სახელმწიფო კანცელარიის ქვედანაყოფი

განხილვის შედეგი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

5. შენიშვნები:

 

№№

შენიშვნის ავტორი

გვ. რაოდ.

№№

შენიშვნის ავტორი

გვ. რაოდენობა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

6. იურიდიული სამსახურის დასკვნა:

*

*

*

*

*

7. ნორმატიული აქტის პროექტის სააღრიცხვო მონაცემები

 

 

 

სახელმწიფო კანცელარიაში წარმოდგენის თარიღი

რეგისტრაციის ნომერი

იურიდიულ სამსახურში მიღების თარიღი

იურიდ. სამსახურის დასკვნის შედეგის თარიღი

იურიდიული სამსახურის გასვლის თარიღი

 

 

 

 

 

 

იურიდიული სამსახურის

უფროსი                                                  მ. ცაცანაშვილი

 

      “ 200 წ