დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სენაკის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 თებერვლის №13 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15 |
| დოკუმენტის მიმღები | სენაკის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/03/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110404038, 06/04/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/02/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 370020000.35.108.016035 |
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №15
2011 წლის 31 მარტი
ქ. სენაკი
„სენაკის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 თებერვლის №13 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. „სენაკის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 თებერვლის №13 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ამოღებულ იქნეს დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-6 პუნქტი;
ბ) დადგენილებით დამტკიცებული №2 დანართი (ქ. სენაკის ტერიტორიის ზონირება) ჩამოყალიბდეს თანდართული სახით.
2. დადგენილება ძალაშია „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ბ. ნარმანია
დანართი №2
|
ქ. სენაკის ზონების აღწერა
| ლოკალური ტერიტორიული ინდექსი ITL |
| ცენტრალური ზონა | |
| 1. მშვიდობის ქუჩა №156-197-დან ბოლომდე; 2. მიშა ღვინჯილიას ქუჩა; 3. ილია ჭავჭავაძის ქუჩა (აკაკი ხორავას ქუჩიდან დავით აღმაშენებლის ქუჩამდე); 4. შოთა რუსთაველის ქუჩა (აკაკი ხორავას ქუჩიდან ბოლომდე); 5. ცოტნე დადიანის ქუჩა; 6. ნოე შონიას ქუჩა (აკაკი ხორავას ქუჩიდან ბოლომდე); 7. დავით აღმაშენებლის ქუჩა დასაწყისიდან ზვიად გამსახურდიას ქუჩამდე; 8. ვახტანგ გორგასლის ქუჩა დასაწყისიდან დავით აღმაშენებლის ქუჩამდე; 9. ბათუმის ქუჩა; 10. ალექსანდრე პუშკინის ქუჩა; 11. ეგნატე ნინოშვილის ქუჩა; 12. ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა დასაწყისიდან ცოტნე დადიანის ქუჩამდე; 13. არჩილ ჯორჯაძის ქუჩა; 14. დავით ვაჰანიას ქუჩა დასაწყისიდან ცოტნე დადიანის ქუჩამდე; 15. აკაკი წერეთლის ქუჩა; 16. მიხეილ ქურდოვანიძის ქუჩა დასაწყისიდან ცოტნე დადიანის ქუჩამდე; 17. ახალგაზრდობის ხეივანი; 18. ვახტანგ გოგოლაძის სახელობის მოედანი; 19. წმინდა ნინოს ქუჩა; 20. მერაბ კოსტავას ქუჩა (ცოტნე დადიანის ქუჩიდან მშვიდობის ქუჩამდე); 21. თამაზ კანკიას ქუჩა; 22. თავისუფლების ქუჩა; 23. იაკობ გოგებაშვილის ქუჩა ილია ჭავჭავაძის ქუჩიდან შოთა რუსთაველის ქუჩამდე; 24. შოთა რუსთაველის ქუჩის I და II ჩიხი; 25. შოთა ჩიქობავას ქუჩა; 26. ნესტორ ესებუას ქუჩა; 27. სოსო გეგელიას ქუჩა; 28. აკაკი ხორავას ქუჩა; 29. აპალონ გუნიას ქუჩა. | 1,3 |
| შუალედური ზონა | |
| 1. შოთა რუსთაველის ქუჩა დასაწყისიდან აკაკი ხორავას ქუჩამდე; 2. ზურაბ ნაფეტვარიძის ქუჩა; 3. ნიზან ცერცვაძის ქუჩა; 4. გივი კარტოზიას ქუჩა; 5. ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩა; 6. ნიკო ფიროსმანის ქუჩა; 7. აბესალომ საჯაიას ქუჩა; 8. ალექსანდრე დავითაიას ქუჩა; 9. დუტუ მეგრელის ქუჩა; 10. სამეგრელოს ქუჩა; 11. შოთა რუსთაველის ქუჩა; 12. კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა; 13. გიორგი ურიდიას ქუჩა; 14. ომიანე კაჭარავას ქუჩა; 15. ფოთის ქუჩა; 16. ვახტანგ მეფის ქუჩა; 17. უნივერსტიტეტის ქუჩა; 18. რაკვერეს ქუჩა; 19. დავით ჭონქაძის ქუჩა; 20. დამიანე ჯიჯელავას ქუჩა; 21. ნიკო კეცხოველის ქუჩა; 22. კონსტანტინე სანაიას ქუჩა; 23. მერაბ კოსტავას ქუჩა მშვიდობის ქუჩიდან ბოლომდე; 24. გია ნადარეიშვილის ქუჩა; 25. გიორგი ლეონიძის ქუჩა; 26. რომან რუსიას ქუჩა; 27. დედის ქუჩა; 28. მოსე ნაროუშვილის ქუჩა; 29. სამტრედიის ქუჩა; 30. მშვიდობის ქუჩა დასაწყისიდან №156-მდე (შესახვევებით); 31. ალექსანდრე არჩაიას ქუჩა; 32. ნინო ხუბულავას ქუჩა; 33. ანტონ ნადარეიშვილის ქუჩა; 34. შავი ზღვის ქუჩა (შესახვევებით); 35. ილია ჭავჭავაძის ქუჩა დავით აღმაშენებლის ქუჩიდან ბოლომდე; 36. ილია ჭავჭავაძის ქუჩა გიორგი ჭყონდიდელის ქუჩიდან აკაკი ხორავას ქუჩამდე; 37. ტეხურის ქუჩა; 38. ვახტანგ გორგასლის ქუჩა დავით აღმაშენებლის ქუჩიდან ბოლომდე; 39. გიორგი ბრწყინვალის ქუჩა; 40. არქეოპოლისის ქუჩა; 41. სოლომონ შამათავას ქუჩა (შესახვევით); 42. აკაკი ელიავას ქუჩა (შესახვევით); 43. სიმონ ჩიქოვანის ქუჩა; 44. ალექსი ბერის ქუჩა; 45. მედეას ქუჩა; 46. მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩა; 47. ნიკო ხურციას ქუჩა; 48. სულხან-საბას ქუჩა; 49. არსენას ქუჩა; 50. დავით ლოლუას ქუჩა; 51. დავით კლდიაშვილის ქუჩა; 52. თეოფანე დავითაიას ქუჩა; 53. აპოლონ გარუჩავას ქუჩა; 54. მიხეილ ლერმონტოვის ქუჩა (შესახვევით); 55. ზუგდიდის ქუჩა (შესახვევით); 56. დავით აღმაშენებლის ქუჩა ჩიხებით ზვიად გამსახურდიას ქუჩიდან ბოლომდე; 57. ზვიად გამსახურდიას ქუჩა; 58. ლევან II დადიანის ქუჩა (შესახვევით); 59. სანკტ-პეტერბურგის ქუჩა; 60. თბილისის ქუჩა ჩიხებით; 61. ვაჟა ფშაველას ქუჩა; 62. ბაგრატიონის ქუჩა; 63. ნოე ცხვიტავას ქუჩა; 64. ზაქარია ფალიაშვილის ქუჩა; 65. ძმები კანკავების ქუჩა; 66. კალისტრატე გრიგოლიას ქუჩა; 67. ჟიული შარტავას ქუჩა; 68. დომენტი ქობალავას ქუჩა; 69. ქუთაისის ქუჩა ჩიხებით; 70. ლევან თეფანიას ქუჩა; 71. ვარლამ განგიას ქუჩა; 72. ალექსანდრე ყაზბეგის ქუჩა; 73. დავით ვაჰანიას ქუჩა ცოტნე დადიანის ქუჩიდან ბოლომდე; 74. მიხეილ ქურდოვანიძის ქუჩა ცოტნე დადიანის ქუჩიდან ბოლომდე; 75. მერაბ კოსტავას ქუჩა დასაწყისიდან ცოტნე დადიანის ქუჩიდან ბოლომდე; 76. სოხუმის ქუჩა; 77. კონსტანტინე ლესელიძის ქუჩა; 78. ვენე არჩაიას ქუჩა ჩიხებით; 79. გუბაზ მეფის ქუჩა; 80. ანა კალანდაძის ქუჩა; 81. 26 მაისის ქუჩა; 82. ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩა; 83. ბორჯომის ქუჩა ჩიხებით; 84. სენაკის ქუჩა; 85. იაკობ გოგებაშვილის ქუჩა შოთა რუსთაველის ქუჩიდან ბოლომდე; 86. სურამის ქუჩა; 87. დავით გურამიშვილის ქუჩა; 88. ალექსანდრე წურწუმიას ქუჩა; 89. აქვსენტი ცაგარელის ქუჩა; 90. აგარაკის ქუჩა; 91. ალეკო შენგელიას ქუჩა; 92. ლეო ქიაჩელის ქუჩა; 93. ტიციან ტაბიძის ქუჩა; 94. აკაკი ხორავას ჩიხი; 95. გოჩა კაშიბაძის ქუჩა; 96. სერგო შენგელიას ქუჩა; 97. ვლადიმერ დემურიას ქუჩა; 98. ეკატერინე გაბაშვილის ქუჩა; 99. კოტე მარჯანიშვილის ქუჩა; 100. შალვა დადიანის ქუჩა; 101. ინდიკო სანაიას ქუჩა; 102. კიევის ქუჩა; 103. გიორგი ჭყონდიდელის ქუჩა; 104. კოლხეთის ქუჩის დასავლეთი ნაწილი; 105. ლადო ასათიანის ქუჩა; 106. პეტრე ქავთარაძის ქუჩა; 107. ხოფერიას ქუჩა; 108. დემეტრე თავდადებულის ქუჩა; 109. შალვა ნუცუბიძის ქუჩა; 110. ნოდარ კანკიას ქუჩა (ჩიხით და შესახვევით); 111. გენო ადამიას ქუჩა; 112. სიმონ კალანდარაშვილის ქუჩა; 113. არნოლდ ჩიქობავას ქუჩა; 114. ვალერიან ჯანაშიას ქუჩა; 115. მელორ სტურუას ქუჩა ჩიხით; 116. შალვა ელიავას ქუჩა; 117. იპოლიტე ჩხეტიას ქუჩა ჩიხებით; 118. ჭიჭიკო ბენდელიანის ქუჩა; 119. გორის ჩიხი; 120. შეროზიას ქუჩა; 121. რეზო თაბუკაშვილის ქუჩა; 122. ნიკო ნიკოლაძის ქუჩა; 123. ლომიას ქუჩა; 124. რუსთავის ქუჩა; 125. ვასილი კიკვიძის ქუჩა; 126. გივი ღვინჯილიას ქუჩა; 127. ნატო ვაჩნაძის ქუჩა; 128. ივანე მაჩაბლის ქუჩის დასაწყისიდან (№1-№3) გივი ღვინჯილიას ქუჩამდე.
| 1 |
| პერიფერიული ზონა | |
| 1. კოლხეთის ქუჩის აღმოსავლეთი ნაწილი შესახვევით; 2. სტალინის ქუჩა ჩიხებით; 3. ანტონ ფურცელაძის ქუჩა ჩიხებით; 4. პიერ კობახიძის ქუჩა; 5. ქუჯის ქუჩა; 6. ვახტანგ კალანდარაშვილის ქუჩა; 7. მთის კალთის ქუჩა; 8. შხეფის ქუჩა; 9. ჯიხას ქუჩა ჩიხით; 10. აკაკი ბელიაშვილის ქუჩა ჩიხებით; 11. თამარის ქუჩა; 12. ვახტანგ ესვანჯიას ქუჩა; 13. თედო სახოკიას ქუჩა ჩიხით; 14. ილია ჭავჭავაძის ქუჩა დასაწყისიდან გიორგი ჭყონდიდელის ქუჩამდე; 15. ძმობის ქუჩა; 16. რემა შელეგიას ქუჩა; 17. კოსმონავტის ქუჩა; 18. ივანე მაჩაბლის ქუჩა მეორე შესახვევიდან ბოლომდე; 19. ივანე მაჩაბლის ქუჩა №1-№3-დან ბოლომდე; 20. ივანე მაჩაბლის ქუჩიდან კოსმონავტის ქუჩის გადაკვეთამდე; 21. ნინო ხუბულავას ქუჩის გადაკვეთიდან კოსმონავტის ქუჩის გადაკვეთამდე; 22. სიმონ ჯანაშიას ქუჩა ბოლომდე. | 0,7 |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები