„აღმასრულებელი ხელისუფლების ნორმატიული აქტების მომზადების, გამოცემის, გამოქვეყნებისა და მოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 17 მაისის №326 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„აღმასრულებელი ხელისუფლების ნორმატიული აქტების მომზადების, გამოცემის, გამოქვეყნებისა და მოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 17 მაისის №326 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 23
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 27/01/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 9, 30/01/2001
ძალის დაკარგვის თარიღი 27/04/2010
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
23
27/01/2001
სსმ, 9, 30/01/2001
000000000.00(0).000.000000
„აღმასრულებელი ხელისუფლების ნორმატიული აქტების მომზადების, გამოცემის, გამოქვეყნებისა და მოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 17 მაისის №326 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №23

2001 წლის 27 იანვარი

ქ. თბილისი

„აღმასრულებელი ხელისუფლების ნორმატიული აქტების მომზადების, გამოცემის, გამოქვეყნებისა და მოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 17 მაისის №326 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„აღმასრულებელი ხელისუფლების ნორმატიული აქტების მომ­ზადების, გამოცემის, გამოქვეყნებისა და მოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 17 მაისის № 326 ბრძანე­ბულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველ მუხლს სიტყვების „და ბრძანების“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „საქართველოს სახელმწიფო მინისტრის“.

2. მე-3 მუხლის პირველ პუნქტს სიტყვის „მინისტრის“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „და საერთო სასამართლოს მოსამართლის“.

3. მე-5 მუხლის სათაურს და პირველ პუნქტს სიტყვების „საქარ­თველოს მინისტრის“ წინ დაემატოს სიტყვები „საქართველოს სახელ­მწიფო მინისტრის“.

4. მე-10 მუხლის:

ა) სათაურში სიტყვების „საქართველოს მინისტრის“ წინ დაემატოს სიტყვები „საქართველოს სახელმწიფო მინისტრის“;

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, საქართველოს მინის­ტრისა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სამთავრობო დაწე­სებულების ხელმძღვანელის ბრძანების პროექტის მომზადება შესაბამისად ეკისრება სახელმწიფო კანცელარიას, სამინისტროს და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სამთავრობო დაწესებულებას“.

გ) მე-7 პუნქტში სიტყვა „სამინისტროსა“ შეიცვალოს სიტყვებით „სახელმწიფო მინისტრის, საქართველოს მინისტრისა“, ხოლო სიტყვის „გამოიცეს“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „სახელმწიფო მინისტრის“;

დ) მე-13 პუნქტს სიტყვის „წარედგინება“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „სახელმწიფო მინისტრს“.

5. მე-12 მუხლის სათაურში და ტექსტში სიტყვები „საქართველოს მინისტრის, საქართველოს“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, საქართველოს მინისტრისა და“, ხოლო ტექსტს სიტყვის „ჩაითვლება“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „სახელმწიფო მინისტრის“.

6. მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტების ოფი­ციალურ გამოქვეყნებად ითვლება მათი სრული ტექსტის პირველი გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“. საქარ­თველოს სახელმწიფო კანცელარიის ოფიციალურ გამოცემაში „საქარ­თველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები და განკარგულებები“ და სახელმწიფო კანცელარიის სოციალური მართვისა და ინფორმაციის ცენტრის ოფიციალურ გამოცემაში „საქართველოს პრეზიდენტის აქტების კრებული“ საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტების გამოქვეყნება შეიძლება მათი ოფიციალური გამოქვეყნების შემდეგ“.

7. მე-15 მუხლში:

ა) სათაურსა და პირველი პუნქტის ტექსტში სიტყვების „საქართველოს მინისტრის“ წინ დაემატოს სიტყვები „საქართველოს სახელმწიფო მინისტრისა და“, ხოლო სიტყვები „აგრეთვე ამ ბრძანების გამომცემი ორგანოს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში“ შეიცვალოს სიტყვებით „ბრძანების გამოქვეყნება მისი გამომცემი ორგანოს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში შეიძლება მისი ოფიციალური გამოქვეყნების შემდეგ“;

ბ) მე-2 პუნქტის დასაწყისში დაემატოს სიტყვები „სახელმწიფო მინისტრის ბრძანება უნდა გამოქვეყნდეს მისი ხელმოწერიდან 7 დღის ვადაში, ხოლო მინისტრისა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელის“.

8. მე-17 მუხლის:

ა) პირველ პუნქტში სიტყვის „ბრძანებულება“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „საქართველოს სახელმწიფო მინისტრის“;

ბ) მე-2 პუნქტში სიტყვები „მიღებიდან (გამოცემიდან)“ შეიცვალოს სიტყვებით „სამინისტროსათვის გადაცემიდან“;

გ) მე-3 პუნქტს დასაწყისში დაემატოს სიტყვები „სახელმწიფო მინისტრს“.

9. მე-18 მუხლში:

ა) მე-7 პუნქტს დასაწყისში დაემატოს შემდეგი შინაარსის წინადადება „საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ბრძანება ძალაში შედის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნების დღიდან“;

ბ) მე-8 პუნქტის დასაწყისში დაემატოს სიტყვები „საქართველოს სახელმწიფო მინისტრის,“;

10. მე-19 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-21 - მე-25 პუნქტები:

„21. აღმასრულებელ ხელისუფლებაში კანონის პროექტების მომზადების მოწესრიგებისა და საკანონმდებლო ცვლილებების დრო­ული წარმოდგენის მიზნით საქართველოს პრეზიდენტის განკარ­გულებით ყოველწლიურად მტკიცდება აღმასრულებელ ხელისუფ­ლებაში კანონების პროექტების მომზადებისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმა.

22. აღმასრულებელ ხელისუფლებაში კანონების პროექტების მომზადების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების პროექტს შეიმუშავებს საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამსახური, კონკრეტული კანონის პროექტის გეგმაში შეტანის თაობაზე აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებუ­ლებებიდან მიღებული წერილობით განაცხადის საფუძველზე, რომელიც წარმოდგენილი უნდა იყოს არა უგვიანეს ყოველი წლის ნოემბრის ბოლოს.

23. აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების განაცხადი უნდა მოიცავდეს:

ა) კანონპროექტების საჭიროების დასაბუთებას;

ბ) იმ პირთა ჩამონათვალს, რომლებიც უშუალოდ არიან პასუხისმგებელნი კანონპროექტების მომზადებაზე;

გ) ინფორმაციას კანონის პროექტის მომზადების თაობაზე, ხოლო მისი ტექსტის არსებობის შემთხვევაში დაგზავნილია ან შეთანხმებულია თუ არა იგი აღმასრულებელი ხელისუფლების იმ დაწესებულებებთან, რომელთა გამგებლობის სფეროსაც მიეკუთვნება კანონპროექტით მოსაწესრიგებელი საკითხი;

დ) კანონპროექტის წარმოდგენის ზუსტი ვადის მითითებას (თვეების მიხედვით).

24. გეგმით გათვალისწინებული კანონის პროექტის დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობის შემთხვევაში აღმასრულებელი ხელი­სუფლების დაწესებულება ვალდებულია წარმოადგინოს წერილობით დასაბუთებული მოხსენებითი ბარათი, აგრეთვე მითითება კანონპროექტის წარმოდგენის ახალი ვადის თაობაზე.

25. აღმასრულებელ ხელისუფლებაში კანონის პროექტების მომზადების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების შესრულების კონტროლი ევალება საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამსახურს“.

ე. შევარდნაძე