დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აღმასრულებელი ხელისუფლების ნორმატიული აქტების მომზადების, გამოცემის, გამოქვეყნებისა და მოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 188 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 18/05/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 44, 19/05/2000 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 27/04/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
ბრძანებულება №188
2000 წლის 18 მაისი
ქ. თბილისი
„აღმასრულებელი ხელისუფლების ნორმატიული აქტების მომზადების, გამოცემის, გამოქვეყნებისა და მოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
I. „აღმასრულებელი ხელისუფლების ნორმატიული აქტების მომზადების, გამოცემის, გამოქვეყნებისა და მოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 17 მაისის N326 ბრძანებულების მე-20 მუხლში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-2 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „სახელმწიფო კანცელარიის მეშვეობით“.
2. მე-3 პუნქტის პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კანონის პროექტზე დასკვნის გამოსატანად აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებს ეძლევათ ორი კვირა. ამ ვადაში დასკვნის გაუცემლობის შემთხვევაში კანონპროექტი ითვლება ამ დაწესებულებასთან შეთანხმებულად“.
3. მე-4 პუნქტის მე-2 წინადადებაში სიტყვების „შეთანხმების მიზნით“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „საჭიროების შემთხვევაში“.
4. მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. კანონის პროექტის საბოლოო რედაქცია მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარედგინება სახელმწიფო კანცელარიის საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამსახურს, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფო კანცელარიის შესაბამის სამსახურთან კანონპროექტის შეთანხმების აუცილებლობას“.
5. მე-6 - 9 პუნქტები შესაბამისად ჩაითვალოს მე-7 – 10 პუნქტებად, ხოლო მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6. სახელმწიფო კანცელარიის შესაბამისი სამსახური ვალდებულია კანონპროექტის წარდგენიდან 5 დღის, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამსახურის მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს მას თავისი დასკვნა, რომელიც, როგორც წესი, კანონპროექტს გადასცემს სახელმწიფო კანცელარიის ოპერატიული დაგეგმვისა და მართვის სამსახურს მთავრობის სხდომის დღის წესრიგში შესატანად. ამ ვადაში დასკვნის გაუცემლობის შემთხვევაში კანონპროექტი ითვლება სახელმწიფო კანცელარიის შესაბამის სამსახურთან შეთანხმებულად.“
6. მე-9 პუნქტში სიტყვები „სახელმწიფო კანცელარია“ შეიცვალოს სიტყვებით „სახელმწიფო მინისტრი“.
II. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები