დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №13 დადგენილებაში – „ჩოხატაურის მუნციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესების შესახებ“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 27 |
| დოკუმენტის მიმღები | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/03/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110404035, 06/04/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/01/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.114.016049 |
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №27
2011 წლის 28 მარტი
დ. ჩოხატაური
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №13 დადგენილებაში – ,,ჩოხატაურის მუნციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესების შესახებ“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის შესაბამისად,
საკრებულომ დაადგინა:
1. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №13 დადგენილებით – ,,ჩოხატაურის მუნციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესების შესახებ“ დამტკიცებული დანართის მე-4 თავის 191 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 191 დიდი სამამულო ომის ვეტერანებზე სამედიცინო სტაციონარულ მომსახურებაზე და მედიკამენტების შესაძენად დახმარება“.
2. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №13 დადგენილებით – ,,ჩოხატაურის მუნციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესების შესახებ“ დამტკიცებული დანართის მე-4 თავის 191 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „ზ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) შესაბამისი სააფთიაქო დაწესებულებიდან ანგარიშფაქტურა“.
3. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №13 დადგენილებით – ,,ჩოხატაურის მუნციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესების შესახებ“ დამტკიცებული დანართის მე-4 თავის 191 მუხლის მე-2 პუქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით „2. დახმარება სამედიცინო სტაციონალურ მომსახურებაზე გაიცეს თითოეულ ვეტერანზე არა უმეტეს 300 (სამასი) ლარისა, ხოლო მედიკამენტების შესაძენი თანხა განისაზღვროს 150 ლარამდე ოდენობით წლის განმავლობაში.“.
4. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №13 დადგენილებით – ,,ჩოხატაურის მუნციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესების შესახებ“ დამტკიცებული დანართის მე-4 თავის 191 მუხლის მესამე პუქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. თანხა ჩაირიცხოს შესაბამის სამედიცინო და სააფთიაქო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.“.
5. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №13 დადგენილებით – ,,ჩოხატაურის მუნციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესების შესახებ“ დამტკიცებული დანართის მე-4 თავის 191 მუხლის პირველი პუქტიდან ამოღებული იქნას „ე“ ქვეპუნქტი.
6. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №13 დადგენილებით – ,,ჩოხატაურის მუნციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესების შესახებ“ დამტკიცებული დანართის მე-4 თავს დაემატოს 192 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 192 ონკოლოგიურ დაავადებულთა სამედიცინო სტაციონარული მომსახურების დახმარება, რომლებიც არ ექვემდებარება სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებას
1. დახმარების მისაღებად განმცხადებელმა მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან (ფორმა №100);
დ) სამედიცინო დაწესებულებიდან ანგარიშფაქტურა.
2. სამედიცინო სტაციონარული მომსახურებაზე გაიცეს თითოეულ ავადმყოფზე არა უმეტეს 400 (ოთხასი) ლარისა.
3. თანხა ჩაერიცხოს შესაბამის სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.“.
7. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №13 დადგენილებით – ,,ჩოხატაურის მუნციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესების შესახებ“ დამტკიცებული დანართის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თითოეულ ხანდაზმულ პირზე წელიწადში ერთჯერ გაიცეს 300(სამასი) ლარი.“.
8. დადგენილება ძალაშია არსებული წესით გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. ხუნდაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები