დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| კ. გაბაშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 708 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 13/10/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 124, 13/10/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №708
2009 წლის 13 ოქტომბერი
ქ. თბილისი
კ. გაბაშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
1. მიენიჭოს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იტალიის რესპუბლიკაში, მალტასა და სან-მარინოში და ქ. რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებთან (FAO, IFAD, WEP) საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს კონსტანტინე გაბაშვილს უფლებამოსილება, რომ ხელი მოაწეროს „საქართველოს მთავრობასა და მალტის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმებას.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „კ. ბაინდურაშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 11 აგვისტოს №505 ბრძანებულება.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები