დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "ძველი თბილისის რეაბილიტაციის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 6 ივლისის №121 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 162 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 31/03/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110404032, 05/04/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 330010040.10.003.016322 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №162
2011 წლის 31 მარტი
ქ. თბილისი
„ძველი თბილისის რეაბილიტაციის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 6 ივლისის №121 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „ძველი თბილისის რეაბილიტაციის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 6 ივლისის №121 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
ა) დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი:
„31. ეთხოვოს ქ. თბილისის მთავრობას მიზნობრივი პროგრამის დამატებითი ეტაპის განხორციელებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება.“;
ბ) დადგენილებით დამტკიცებული ძველი თბილისის რეაბილიტაციის სახელმწიფო მიზნობრივ პროგრამას ,,ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე“ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 მუხლი:
„მუხლი 8. პროგრამის დამატებითი ეტაპი
1. ქ. თბილისის მთავრობა უფლებამოსილია:
ა) ამ პროგრამით განსაზღვრული წესისა და პირობებისაგან განსხვავებით, ქ. თბილისში დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების ხელშეწყობის მიზნით, უზრუნველყოს პროგრამის დამატებითი ეტაპის ჩატარება;
ბ) დამატებითი ეტაპის განსახორციელებლად თავად, ან/და მის მიერ დაფუძნებული უფლებამოსილი იურიდიული პირის მეშვეობით გასცეს დაპირება პროგრამის ფარგლებში დასრულებულ შენობებში საცხოვრებელი ფართობების შესყიდვის თაობაზე.
2. პროგრამის დამატებითი ეტაპის გავრცელების არეალად შესაძლებელია განისაზღვროს ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორია სრულად.
3. პროგრამის დამატებითი ეტაპის მონაწილეებს, განხორციელების წესსა და პირობებს განსაზღვრავს ქ. თბილისის მთავრობა.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები