დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2011 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 თებერვლის №101 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 161 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 31/03/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110404031, 05/04/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/06/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280120000.10.003.016321 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №161
2011 წლის 31 მარტი
ქ. თბილისი
„ სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2011 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 თებერვლის № 101 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2011 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 თებერვლის № 101 დადგენილებაში (სსმ, 28.02.2011 წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დანართი 1.3-ის:
ა) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფებია:
ა) 6-დან 18 წლამდე ასაკის მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი ბავშვები (შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის გარეშე), რომელთა ოჯახები რეგისტრირებული არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“, და რომელთა სარეიტინგო ქულაც გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის 100 001-ზე ნაკლებია, ასევე ამავე ასაკობრივი ჯგუფის იმ ოჯახების წევრი ბავშვები (შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის გარეშე), რომლებიც იღებენ რეინტეგრაციის შემწეობას. ერთდროულად ამ კატეგორიის ბენეფიციართა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 410-ს;
ბ) 6 წლისა და მეტი ასაკის შშმ პირები, ასევე 6 წლამდე ასაკის შშმ ბავშვები, რომლებიც დღის ცენტრის მომსახურებით სარგებლობდნენ 2009 წელს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. ერთდროულად ამ კატეგორიის ბენეფიციართა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 890-ს.“;
ბ) მე-4 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ქვეპროგრამის ფარგლებში მიწოდებული მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება მატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც განკუთვნილია მიწოდებული მომსახურების დაფინანსებისათვის არა უმეტეს 12 თვის განმავლობაში და შედგება შესაბამისი თვეების ტალონებისაგან.
4. ქვეპროგრამით განსაზღვრული მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება მომსახურების მიმწოდებლის მიერ სააგენტოსთვის არა უგვიანეს მომსახურების მიწოდების თვის 15 რიცხვამდე წარდგენილი ვაუჩერის შესაბამისი თვის ტალონი, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას მომსახურების მიწოდების თვის ამოწურვამდე. ამასთან, მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევით წარდგენილი ვაუჩერის ტალონი დაფინანსებას არ ექვემდებარება.“;
გ) მე-4 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 8. ვაუჩერის გაცემა წარმოებს რეგიონული საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, არა უმეტეს ჩამოთვლილ პილოტურ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სამიზნე ჯგუფების მიხედვით დაწესებული ერთდროულად მოქმედი ვაუჩერების შემდეგი ლიმიტებისა:
| № | პილოტური ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული | დანართი 1.3-ის მე-3 მუხლის „ა “ ქვე პუნქტით განსაზღვრული პირები | დანართი 1.3-ის მე-3 მუხლის „ბ “ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები |
| 1. | ქ. თბილისი | 130 | 492 |
| 2. | ქ. ქუთაისი | 50 | 80 |
| 3. | ქ. რუსთავი | 50 | 55 |
| 4. | გორის მუნიციპალიტეტი | 80 | 30 |
| 5. | ჭიათურის მუნიციპალიტეტი | 50 | - |
| 6. | თიანეთის მუნიციპალიტეტი | 50 | - |
| 7. | ქ. ბათუმი | - | 45 |
| 8. | ქარელის მუნიციპალიტეტი | - | 25 |
| 9. | თერჯოლის მუნიციპალიტეტი | - | 18 |
| 10. | სამტრედიის მუნიციპალიტეტი | - | 12 |
| 11. | ზესტაფონის მუნიციპალიტეტი | - | 40 |
| 12. | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი | - | 29 |
| 13. | თელავის მუნიციპალიტეტი | - | 31 |
| 14. | გურჯაანის მუნიციპალიტეტი | - | 33.“. |
2. დანართი 1.4-ის მე-4 მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ქვეპროგრამის ფარგლებში მიწოდებული მცირე საოჯახო ტიპის სახლის მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება მატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც განკუთვნილია მიწოდებული მომსახურების დაფინანსებისათვის არა უმეტეს 12 თვის განმავლობაში და შედგება შესაბამისი თვეების ტალონებისაგან.
5. ქვეპროგრამით განსაზღვრული მცირე საოჯახო ტიპის სახლის მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება მომსახურების მიმწოდებლის მიერ სააგენტოსთვის არა უგვიანეს მომსახურების მიწოდების თვის 15 რიცხვამდე წარდგენილი ვაუჩერის შესაბამისი თვის ტალონი, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას მომსახურების მიწოდების თვის ამოწურვამდე. ამასთან, მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევით წარდგენილი ვაუჩერის ტალონი დაფინანსებას არ ექვემდებარება.
6. ქვეპროგრამის ფარგლებში გაწეული მცირე საოჯახო ტიპის სახლის მომსახურების დაფინანსების აუცილებელი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის სააგენტოში წარდგენა სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ფორმით.“.
3. დანართი 1.8-ის მე-4 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტში სიტყვები „ საქონლის დაფინანსებისათვის“ შეიცვალოს სიტყვებით „ მომსახურების დაფინანსებისათვის“ ;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ქვეპროგრამით განსაზღვრული მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება მომსახურების მიმწოდებლის მიერ სააგენტოსთვის არა უგვიანეს მომსახურების მიწოდების თვის 15 რიცხვამდე წარდგენილი ვაუჩერის შესაბამისი თვის ტალონი, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას მომსახურების მიწოდების თვის ამოწურვამდე. ამასთან, მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევით წარდგენილი ვაუჩერის ტალონი დაფინანსებას არ ექვემდებარება.“.
4. დანართი 1.12-ის მე-4 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტში სიტყვები „ საქონლის დაფინანსებისათვის“ შეიცვალოს სიტყვებით „ მომსახურების დაფინანსებისათვის“ ;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ქვეპროგრამით განსაზღვრული მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება მომსახურების მიმწოდებლის მიერ სააგენტოსთვის არა უგვიანეს მომსახურების მიწოდების თვის 15 რიცხვამდე წარდგენილი ვაუჩერის შესაბამისი თვის ტალონი, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას მომსახურების მიწოდების თვის ამოწურვამდე. ამასთან, მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევით წარდგენილი ვაუჩერის ტალონი დაფინანსებას არ ექვემდებარება.“;
გ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 9. ზედიზედ 3 თვის ვაუჩერის ტალონის გამოუყენებლობა იწვევს ვაუჩერის გაუქმებას, გარდა ბენეფიციარის ჯანმრთელობის მდგომარეობის დროებით გაუარესების ან ბენეფიციარისათვის ჩვეული დაწესებულების ფუნქციონირების დროებით შეჩერების (საზაფხულო არდადეგები, რეაბილიტაციაზე დახურვა და ა.შ.) შემთხვევებისა. ვაუჩერის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს რეგიონული საბჭო სააგენტოს სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე.“ .
5. დანართი 1.14.3-ის:
ა) მე-4 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 2. შესაბამის საქონელს (მომსახურებას) შეისყიდის სამინისტრო „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
3. შემსყიდველი ორგანიზაცია შესყიდვებისათვის საჭირო პროცედურების დაწყებას უზრუნველყოფს 2011 წლის 1 ივნისამდე.“;
ბ) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. კომპონენტის განმახორციელებელი
კომპონენტის განმახორციელებელია:
ა) სამინისტრო – ამ დანართით განსაზღვრული საქონლის (მომსახურების) შესყიდვისა და კომპონენტის შეფასების ნაწილში, რომელიც განხორციელდება დანართი 1.15-ის გათვალისწინებით;
ბ) სააგენტო – ამ დანართით განსაზღვრული საქონლის (მომსახურების) გაცემის ორგანიზების ნაწილში.“ .
6. დანართი 1.14.4-ის:
ა) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. შესაბამის საქონელს შეისყიდის სამინისტრო „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით.“;
ბ) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. კომპონენტის განმახორციელებელი
„ 1. კომპონენტის განმახორციელებელია:
ა) სამინისტრო:
ა.ა) სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის მიერ წინა წლებში შესყიდული კოხლეარული იმპლანტის შენახვა-დასაწყობებისა და გაცემის ორგანიზების ნაწილში;
ა.ბ) კომპონენტის შეფასების ნაწილში, რომელიც განხორციელდება დანართი 1.15-ის გათვალისწინებით;
ა.გ) როგორც შემსყიდველი ორგანიზაცია;
ბ) სააგენტო.“ .
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 31 მარტიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები