"ბიოლოგიური პესტიციდების წარმოების ლიცენზიის გაცემის წესის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2006 წლის 29 აპრილის №89 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
"ბიოლოგიური პესტიციდების წარმოების ლიცენზიის გაცემის წესის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2006 წლის 29 აპრილის №89 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 156
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/03/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110404027, 05/04/2011
სარეგისტრაციო კოდი 340120000.10.003.016317
  • Word
156
31/03/2011
ვებგვერდი, 110404027, 05/04/2011
340120000.10.003.016317
"ბიოლოგიური პესტიციდების წარმოების ლიცენზიის გაცემის წესის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2006 წლის 29 აპრილის №89 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №156

2011 წლის 31 მარტი

ქ. თბილისი

„ბიოლოგიური პესტიციდების წარმოების ლიცენზიის გაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 29 აპრილის №89 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ბიოლოგიური პესტიციდების წარმოების ლიცენზიის გაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 29 აპრილის №89 დადგენილებით (სსმ III, 2006 წელი, №62, მუხლი 792) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3. ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო

ბიოლოგიური პესტიციდის წარმოების ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).“.

2. მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მისაღებად სააგენტოს წარუდგენს წერილობით განცხადებას. განცხადება განიხილება და წარმოებაში მიიღება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით დადგენილი წესით.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სააგენტო სხვა ადმინისტრაციული ორგანოს სახით ბიოლოგიური პესტიციდების წარმოების ლიცენზიის გაცემის პროცესში ჩააბამს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.“.

3. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 8. სალიცენზიო მოწმობის ფორმა

ბიოლოგიური პესტიციდების წარმოების სალიცენზიო მოწმობის ფორმა განისაზღვრება საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით.“.

4. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დებულებით განსაზღვრული ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს სააგენტო.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი          ნ. გილაური