დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "ბიოლოგიური პესტიციდების წარმოების ლიცენზიის გაცემის წესის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2006 წლის 29 აპრილის №89 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 156 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 31/03/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110404027, 05/04/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340120000.10.003.016317 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №156
2011 წლის 31 მარტი
ქ. თბილისი
„ბიოლოგიური პესტიციდების წარმოების ლიცენზიის გაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 29 აპრილის №89 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ბიოლოგიური პესტიციდების წარმოების ლიცენზიის გაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 29 აპრილის №89 დადგენილებით (სსმ III, 2006 წელი, №62, მუხლი 792) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო
ბიოლოგიური პესტიციდის წარმოების ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).“.
2. მე-5 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მისაღებად სააგენტოს წარუდგენს წერილობით განცხადებას. განცხადება განიხილება და წარმოებაში მიიღება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით დადგენილი წესით.“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სააგენტო სხვა ადმინისტრაციული ორგანოს სახით ბიოლოგიური პესტიციდების წარმოების ლიცენზიის გაცემის პროცესში ჩააბამს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.“.
3. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. სალიცენზიო მოწმობის ფორმა
ბიოლოგიური პესტიციდების წარმოების სალიცენზიო მოწმობის ფორმა განისაზღვრება საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით.“.
4. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დებულებით განსაზღვრული ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს სააგენტო.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები