"ბავშვზე ზრუნვის ალტერნატიული ფორმების განვითარების მხარდაჭერის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის №373 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
"ბავშვზე ზრუნვის ალტერნატიული ფორმების განვითარების მხარდაჭერის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის №373 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 153
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/03/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110404024, 05/04/2011
სარეგისტრაციო კოდი 010220030.10.003.016314
  • Word
153
31/03/2011
ვებგვერდი, 110404024, 05/04/2011
010220030.10.003.016314
"ბავშვზე ზრუნვის ალტერნატიული ფორმების განვითარების მხარდაჭერის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის №373 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 153

2011 წლის 31 მარტი

ქ. თბილისი

ბავშვზე ზრუნვის ალტერნატიული ფორმების განვითარების მხარდაჭერის შესახებ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის 373 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ბავშვზე ზრუნვის ალტერნატიული ფორმების განვითარების მხარდაჭერის შესახებ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის 373 დადგენილებაში (სსმ III, 2010 წელი, 162) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. კონკურსის შედეგების დასრულების შემდეგ, ობიექტის შეძენის მიზნით, დონორ ორგანიზაციასა და სააგენტოს შორის ფორმდება ჩარჩო შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც მოხდება დონორის მიერ ფულადი სახსრების გამოყოფა. აღნიშნულის შემდეგ ობიექტის მესაკუთრესა (გამყიდველი) და სააგენტოს (მყიდველი – სახელმწიფოს სახელით) შორის იდება ინდივიდუალური ხელშეკრულება. ჩარჩო შეთანხმებისა და ინდივიდუალური ხელშეკრულებების საფუძველზე სააგენტო მიმართავს დონორ ორგანიზაციას ფულადი სახსრების გადარიცხვის წერილობითი მოთხოვნით (მოთხოვნის ფორმა დადგენილი იქნება ჩარჩო შეთანხმებით), რის შემდეგაც დონორი ორგანიზაცია (დამფინანსებელი) გამყიდველს/მის წარმომადგენელს ანგარიშზე ურიცხავს ობიექტის ღირებულების შესაბამის თანხას..

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი            ნ. გილაური