ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

  • Word
ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 19
დოკუმენტის მიმღები ლენტეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/04/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110404013, 07/04/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 14/02/2012
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.115.016043
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
19
01/04/2011
ვებგვერდი, 110404013, 07/04/2011
200140030.35.115.016043
ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
ლენტეხის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (07/04/2011 - 31/01/2012)

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

დადგენილება №19

2011 წლის  1 აპრილი

დ. ლენტეხი

ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე  მუხლის პირველი პუნქტის ,,ქ“ ქვეპუნქტისა და ,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი  ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულეების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულების შესაბამისად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. დადგინდეს ლენტეხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი  დანართი №1-ის მიხედვით.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2010 წლის 16 თებერვლის №8 დადგენილება.

3. დადგენილება ამოქმედდეს არსებული წესით გამოქვეეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                   ვ. ქურასბედიანი

 

დანართი №1

ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი

1. ლენტეხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვ.მ.  მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში – მიწის ნორმატიული ფასი)  დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

 

                     CN­=IMG X ITL X C X K

სადაც,

ა) CN  არის  1 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;

ბ) IMG  არის დაბა ლენტეხის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,28-ს;

გ) ITL  არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც  უდრის  1-ს;

დ) C  არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვ/მ-ზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს;

ე) K  არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 40-ს.

2. პირველი პუნქტის მიხედვით მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:

 

IMG

ITL

C

K

CN

0,28

1

0,24

40

2,688

 

 

3. ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია დაბა ლენტეხისათვის დადგენილი ფასის 40%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 0,75 ლარს.

4. ლენტეხის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს დაბა ლენტეხისათვის დადგენილი ფასის 30%-ით და იგი შეადგენს 0,672 ლარს.

5. ლენტეხის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი ,,საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის სექტემბრის №554 ბრძანებულებით განსაზღვრულ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია დაბა ლენტეხისათვის დადგენილი ფასის 60%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 1,613 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-4 პუნქტით დადგენილი ფასი.