"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საჯარო მოსამასახურეთა თანამდებობორივი სარგოების განსაზღვრის შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 17 დეკემბრის №122 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 29/03/2011
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110404010, 05/04/2011
სარეგისტრაციო კოდი 010320000.32.057.016036
  • Word
15
29/03/2011
ვებგვერდი, 110404010, 05/04/2011
010320000.32.057.016036
"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საჯარო მოსამასახურეთა თანამდებობორივი სარგოების განსაზღვრის შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 17 დეკემბრის №122 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №15

2011 წლის 29 მარტი

ქ. ბათუმი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარისა და მთავ­რობის აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბ­ლი­კის მთავრობის 2007 წლის 17 დეკემბრის 122 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლება­მოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტო­ნომიური რესპუბლიკის კანონის მე-8 მუხლის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის შესაბამისად:

1 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარისა და მთავ­რობის აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბ­ლი­კის მთავრობის 2007 წლის 17 დეკემბრის 122 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების დანართი 1-ის მთავრობის თავმჯდომარის თანაშემ­წის გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მთავრობის თავმჯდომარის თანაშემწე – 1250 ლარი.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული საშტატო ერთეულის სახელფასო განაკვე­თის მატებასთან დაკავშირებული დაფინანსება განხორცი­ელდეს აჭარის ავტონო­მიური რესპუბლიკის 2011 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატისათვის გამოყო­ფილი შესაბა­მი­სი ასიგნებიდან.

3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ (ვ. ბოლქვაძე) უზრუნველყოს სახელფასო განაკვეთის მატებასთან დაკავშირებული საკით­ხის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის რესპუბლიკურ ბიუ­ჯეტ­ში ცვლილებების დროს გათვალისწინება.

4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მთავრობის თავმჯდომარე                   ლ. ვარშალომიძე