"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 17 ივნისის №28 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 17 ივნისის №28 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 29/03/2011
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110404009, 05/04/2011
სარეგისტრაციო კოდი 010320020.32.057.016035
  • Word
14
29/03/2011
ვებგვერდი, 110404009, 05/04/2011
010320020.32.057.016035
"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 17 ივნისის №28 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №14

2011 წლის 29 მარტი

ქ. ბათუმი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 17 ივნისის №28 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლება­მოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტო­ნომიური რესპუბლიკის კანონის მე-8 მუხლის გ“ ქვეპუნქტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის შესაბამისად:

1 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 17 ივ­ნისის №28 დადგენილებაში (გაზეთი „აჭარა“, №68, (23.283), 2010 წ. 24-25 ივნისი, გვ. 7-8) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

ა) დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვროს 112 (ას თორმეტი) საშტატო ერთეულით.“.

ბ) დადგენილებით დამტკიცებული ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრო­ბის აპარატის საშტატო ნუსხის მთავრობის თავმჯდომარის ადმინის­ტრა­ციის გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მთავრობის თავმჯდომარის ადმინისტრაცია

მთავრობის თავმჯდომარის ადმინისტრაციის უფროსი

1

მთავრობის თავმჯდომარის თანაშემწე

4

მთავარი სპეციალისტი (მთავრობის თავმჯდომარის რეფერენტი)

1

მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველთა განყოფილება

 განყოფილების უფროსი (მთავრობის თავმჯდომარის მთავარი მრჩეველი)

1

მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი ტურიზმის, არქივისა და ტელევიზიის დარგში

1

 მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი ინფრასტრუქტურისა და სოციალური უზრუნველყოფის დარგში

1

მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი მეცნიერების დარგში

1

მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დარგში

1

მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი განათლებისა და კულტურის დარგში

1

                                                                                                                                                    “

2. დადგენილებით დამტკიცებული საშტატო ერთეულების დაფინანსება განხორცი­ელდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატისათვის გამოყო­ფილი შესაბა­მი­სი ასიგნებიდან.

3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ (ვ. ბოლქვაძე) უზრუნველყოს საშტატო რიცხოვნობის მატებასთან დაკავშირებული საკით­ხის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის რესპუბლიკურ ბიუ­ჯეტ­ში ცვლილებების დროს გათვალისწინება.

4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მთავრობის თავმჯდომარე                            ლ. ვარშალომიძე