"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2008 წლის 26 აგვისტოს №33 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2008 წლის 26 აგვისტოს №33 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 29/03/2011
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110404008, 05/04/2011
სარეგისტრაციო კოდი 010240010.32.057.016034
  • Word
13
29/03/2011
ვებგვერდი, 110404008, 05/04/2011
010240010.32.057.016034
"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2008 წლის 26 აგვისტოს №33 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება 13

2011 წლის 29 მარტი

ქ. ბათუმი

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2008 წლის 26 აგვისტოს №33 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესა­ხებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის რეგლა­მენ­ტის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთა­­რობის 2008 წლის 26 აგვისტოს №33 დადგენილებაში (გაზეთი აჭარა 2008 წ. 30 აგვისტო №96/23.014) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) რეგლამენტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. ამ რეგლამენტით აღნიშნულ ორგანოებსა და თანამდებობის პირებში იგულისხმება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუ­­ლე­ბის შესაბამისი ორგანოები და თანამდებობის პირები, ხოლო კანონში, კანონპროექტებსა და სხვა სამართლებრივ აქტებში შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონები, კანონპროექტები და სხვა სამარ­­ლებრივი აქტები, სამართლებრივი აქტების პროექტები.“;

ბ) რეგლამენტის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 5

1. მთავრობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კონ­ს­ტი­ტუციის, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესა­ხებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის, აჭარის ავტონომიური რესპუ­ბ­ლიკის კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად იღებს დადგენილებებსა და განკარგულებებს, რომელთაც ხელს აწერს მთავრობის თავმჯდომარე.

2. მთავრობის სამართლებრივი აქტების მომზადების, მათი გამო­ქვე­ყ­ნე­ბისა და ძალაში შესვლის წესი დგინდება კანონმდებლობის შესაბა­მი­სად.

3. მთავრობის სამართლებრივი აქტი მიიღება, როგორც მისი მთავ­რობის სხ­დო­მა­ზე განხილვისა და მოწონების შემდეგ, ასევე გამონაკლის შემთ­ხ­ვე­ვე­ბ­ში მთავრობის წევრთა გამოკითხვის წესით.

4. მთავრობის წევრთა გამო­კი­თ­ხ­ვის წესით მთავრობის სამართ­ლებ­რი­ვი აქტის მიღება ხდება მთავრობის თავმჯდომარესთან შეთანხმებით. ამ შემთხვევაში დგება შეთანხმების ფურცელი, რომელზე ხელ­მო­წე­რი­თაც მთავრობის წევრები ადასტურებენ თავიანთ პოზიციას (ეთანხმება, არ ეთანხმება) სამართლებრივი აქტის პროექტთან დაკავშირებით.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული პროცედურის დასრუ­ლე­­ბის შემდეგ, თუ მთავრობის წევრთა სრული შემადგენლობის ნახე­ვარ­ზე მეტი დაეთანხმება სამართლებრივი აქტის პროექტს, მთავრობის აპა­რა­ტი შესაბამისი სტრუქტურული ერთეუ­ლე­ბის მეშ­ვეობით უზრუ­ნვე­ლ­ყოფს სამართლებრივი აქტის პროექტის ექსპერ­ტი­­­ზასა და ხელმო­სა­წე­რად მომზადებას, რის შემდეგაც მთავრობის თავ­მ­ჯ­დომარე ხელს აწერს მთავრობის მიერ გამოკითხვის წესით მიღე­ბულ სამართლებრივ აქტს.

6. გამოკითხვის წესით მიღებული სამართლებრივი აქტის შესახებ სათანადო ჩანაწერი კეთდება მთავრობის უახლოესი სხდომის ოქმში.“;

გ) რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. როგორც წესი მთავრობის სხდომის გამართვის დღეა თვის პირველი სამშაბათი, მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით სხდომა შეიძლება გაი­მარ­თოს სხვა დღეს.“.

დ) რეგლამენტის მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 9

1. მთავრობა თავის საქმიანობას წარმართავს აჭარის ავტონომიური რესპუბ­ლიკის მთავრობის მიერ დამტკიცებული რეგიონის განვი­თა­რე­ბის სტრატეგიის შესაბამისად.

2. მთავრობამ თავისი საქმიანობის წარმართვისათვის მთავრობის კომპეტენციას მიკუთვნებული ცალკეული სფეროების მიხედვით შეი­ძ­ლე­ბა შეიმუშავოს და დაამტკიცოს სამუშაო გეგმა, რომლის ხანგძ­ლი­ვო­ბა­ს განსაზღვრავს მთავრობა.

3. მთავრობის სამუშაო გეგმის შემუშავებას უზრუნველყოფს მთავ­რო­ბის აპარატი შესაბამისი დაწესებულებების მონაწილეობით.

ე) რეგლამენტის 24-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. მთავრობის აპარატის საქმისწარმოების დეპარტამენტი სხვა შესა­ბა­მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების მონაწილეობით მთავრო­ბის თავ­მჯდომარის მიერ ხელმოწერილ სამართლებრივ აქტს, კანონ­მდე­ბ­ლო­­ბით დადგენილი წესის შესაბამისად აფორმებს 2 დღის ვადაში (ასვამს სარეგი­სტ­რა­ციო ნომერს და სხვა აუცილებელ რეკვიზიტებს) და დაუყოვნებლივ გადასცემს:

ა) საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს (მხოლოდ ნორმატიულ აქტს) ბეჭდვითი ფორმით ელექტრონულ ვერსიასთან ერთად;

ბ) სამართლებრივი აქტის პროექტის წარმომდგენს (ინიციატორს);

გ) იმ სახელმწიფო (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელი­სუ­ფ­ლე­­ბის) ორგანოს, დაწესებულებას, ორგანიზაციას, რომელთან დაკავში­რე­­­­­­ბით მიღებულ იქნა (გამოიცა) სამართლებრივი აქტი, ან/და რომლის ინტერესებსაც შეეხება იგი;

დ) სხვა სუბიექტებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთ­ხ­ვე­ვებში და წესით.

ვ) რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მთავრობის თავმჯდომარე              ლ. ვარშალომიძე