"სატყეო მეურნეობის მართვის შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის №56 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
"სატყეო მეურნეობის მართვის შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის №56 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 29/03/2011
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110404007, 05/04/2011
სარეგისტრაციო კოდი 390050000.32.057.016033
  • Word
12
29/03/2011
ვებგვერდი, 110404007, 05/04/2011
390050000.32.057.016033
"სატყეო მეურნეობის მართვის შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის №56 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №12

2011 წლის 29 მარტი

ქ. ბათუმი

„სატყეო მეურნეობის მართვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის №56 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, „სატყეო მეურნეობის მართვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის №56 დადგენილებაში (სსმ III, 17.12.10 წ., №165, მუხ. 2359) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები და დადგენილებით დამტკიცებული „სატყეო მეურნეობის მართვის წესის“:

ა) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3. მომსახურების საფასური

1. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური განისაზღვრება ამ წესის №1 დანართის შესაბამისად.

2. ხე-ტყის დამზადების ბილეთის გაცემისათვის მომსახურების საფასურის გადახდა ხდება არა უგვიანეს ხე-ტყის ტყიდან ტრანსპორტირებისა:

ა) ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის ან გენერალური ლიცენზიის მფლობელის, მიერ ხე-ტყის დამზადების ბილეთში მითითებული ლიკვიდური მერქნის მოცულობის შესაბამისად – სრულად;

ბ) სოციალური ჭრების განხორციელების შემთხვევაში – ტყითმოსარგებლის მიერ მასზე დასამზადებლად დამაგრებული ლიკვიდური მერქნის მოცულობის მიხედვით.

3. სალიცენზიო ობიექტის მომზადებისათვის მომსახურების საფასური არ დგინდება გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების სანიტარიული ჭრებით გარემოდან ამოღების მიზნით ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის გაცემისას.

4. ხე-ტყის დამზადების ბილეთის გაცემისათვის ამ წესით დადგენილი მომსახურების საფასური გადაიხდება 2011 წლის 1 იანვრის შემდეგ გამოყოფილ ტყეკაფებზე.

5. ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის, ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის, სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიისა და სოჭის გირჩის მოპოვებისათვის ლიცენზიის გაცემის მიზნით გამართულ აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია ლიცენზიის მიღებამდე სააგენტოს ანგარიშზე ჩარიცხოს სალიცენზიო ობიექტის მომზადებისათვის გაწეული მომსახურების ამ წესით დადგენილი საფასური.“;

ბ) მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

4. ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის მოპოვების დოკუმენტი გაიცემა თითოეულ სანადირო იარაღზე.“;

გ) მე-6 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი V

მერქნული რესურსის საკუთრებაში და ტყის ფონდის სარგებლობაში აუქციონის ფორმით გაცემის წესი’’;

დ) 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 23. ტყის ფონდით სარგებლობის ობიექტი

1. ამ თავის მიზნებისათვის ტყის ფონდით სარგებლობის ობიექტია მის ფარგლებში არსებული მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული მცენარეებით და შენობა-ნაგებობებით.

2. სააგენტოს მიერ ტყის ფონდი სარგებლობის უფლებით გაიცემა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ხოლო სახელმწიფო სასაზღვრო ზოლში, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობით.

3. სააგენტო სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებს სასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობის უფლებით გასცემს არა უმეტეს 10 წლის ვადით, ხოლო არასასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობის უფლებით – არა უმეტეს 49 წლის ვადით.’’;

ე) 24-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ტყის ფონდის ფარგლებში არსებული მიწის ნაკვეთის სარგებლობაში მიღების უფლება აქვს ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, ან სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს, რომელიც არ არის იურიდიული პირი.’’;

ვ) 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 25. ტყის ფონდის სარგებლობაში გადაცემისა და მერქნული რესურსის საკუთრების უფლებით გაცემის წესი

1. ტყის ფონდის სარგებლობაში გადაცემა და მერქნული რესურსის საკუთრების უფლებით გაცემა ხდება სააგენტოს მიერ აუქციონის ფორმით.

2. ამ თავის მიზნებისათვის მერქნული რესურსია ტყით მოსარგებლისათვის გამოყოფილ ტყეკაფამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზის მშენებლობისას მოჭრილი მერქნული რესურსი, ტყითმოსარგებლისათვის (მათ შორის, ლიცენზიანტი) ტყითსარგებლობის ვადის ამოწურვის ან შეწყვეტის შემდეგ სახელმწიფო ტყის ფონდიდან გამოუზიდავი მერქნული რესურსი, უკანონო ჭრების შედეგად სახელმწიფო ტყის ფონდიდან გამოუზიდავი მერქნული რესურსი, აგრეთვე ამ წესის 36-ე მუხლის მე-5 პუნქტით, 38-ე მუხლის მე-6 პუნქტითა და 39-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში – გარემოდან ამოღებული მერქნული რესურსი.”;

ზ) 26-ე მუხლის პირველი, მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აუქციონი შეიძლება გამოცხადდეს:

ა) ტყის ფონდის სარგებლობის უფლების გაცემის შემთხვევაში – სააგენტოს ინიციატივით ან დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ტყის ფონდის შესაბამისი მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ;

ბ) მერქნული რესურსის საკუთრებაში გაცემის შემთხვევაში – სააგენტოს ინიციატივით.“.

8. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) ქონების საკუთრებაში ან სარგებლობაში გამცემი სუბიექტის დასახელებას;

ბ) ქონების დასახელებას, ადგილმდებარეობას და ზოგად მონაცემებს (ტყის ფონდის სარგებლობაში გაცემის შემთხვევაში) ან ქონების სახეობას, ადგილმდებარეობას და რაოდენობას (მერქნული რესურსის საკუთრებაში გაცემის შემთხვევაში);

გ) აუქციონის გამართვისა და სარგებლობის უფლების მაძიებლის მიერ განცხადების წარდგენის ვადებს;

დ) კანონმდებლობით დადგენილ სარგებლობის უფლებით გაცემის პირობებს;

ე) ტყის ფონდის სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში  –  სარგებლობის ვადას;

ვ) გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს;

ზ) სარგებლობის უფლებით გადასაცემი ტყის ფონდის საწყის ფასს ან საკუთრების უფლებით გასაცემი მერქნული რესურსის საწყის ფასს;

თ) ,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ’’ საქართველოს კანონით შესაბამისი სახეობის მერქნული რესურსისათვის დადგენილი სამასალე მერქნის მოსაკრებლის ოდენობას და სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის ოდენობას (მერქნული რესურსის საკუთრებაში გაცემის შემთხვევაში);

ი) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც სააგენტო ჩათვლის საჭიროდ.

9. აუქციონის ჩატარების მიზანია ტყის ფონდით სარგებლობის უფლება და მერქნული რესურსის საკუთრების უფლება მიენიჭოს აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც აუქციონის პროცესში ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს სააგენტოს.“;

თ) 26-ე მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნას;

ი) 27-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ბეს ოდენობა განისაზღვრება აუქციონის საწყისი ფასის 100 %-ის ოდენობით.“;

კ) 31-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ტყის ფონდის სარგებლობის უფლებით გაცემის მიზნით გამართული აუქციონის ოქმის გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში აუქციონში გამარჯვებულის მიერ გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის შემთხვევაში ფორმდება ტყითსარგებლობის ხელშეკრულება, ხოლო მერქნული რესურსის საკუთრებაში გაცემის მიზნით გამართული აუქციონის ოქმის გაფორმებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში აუქციონში გამარჯვებულის მიერ გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის შემთხვევაში ფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება და გამარჯვებულს გადაეცემა მერქნული რესურსი საკუთრებაში.;

ლ) 32-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები:

4. მერქნული რესურსის საკუთრების უფლებით გაცემის მიზნით გამართულ აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, აუქციონში გამარჯვებიდან არა უგვიანეს 10 კალენდარული დღის ვადაში მითითებულ საბანკო ანგარიშებზე ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით გადაიხადოს:

ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში – თავის მიერ აუქციონზე შეთავაზებული ფასი;

ბ) ,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ’’ საქართველოს კანონით შესაბამისი სახეობის მერქნული რესურსისათვის დადგენილი სამასალე მერქნის მოსაკრებელი;

გ) სააგენტოს ანგარიშზე – ამ მერქნული რესურსისათვის დადგენილი, სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური 1 კუბურ მეტრ მერქნულ რესურსზე – 3 ლარი (დღგ-ის ჩათვლით).

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული თანხის გადახდის შემდეგ აუქციონში გამარჯვებული პირიზე გაიცემა ხე-ტყის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტი.’’;

მ) 36-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. ფართობის შერჩევა არ უნდა მოხდეს ტერიტორიაზე, სადაც პლანტაციური მეურნეობის წარმოების მიზნებისათვის აუცილებელი გახდება ხის (ხეების) მოჭრა 1 ჰექტარზე 50 კუბურ მეტრზე მეტი ოდენობით. პლანტაციური მეურნეობის წარმოების მიზნების განხორციელებისათვის დასაშვებია ბუჩქნარისა და ქვეტყის ფანჯრულად ან ზოლებრივად მოჭრა. მოჭრილი მერქნული რესურსიდან სარეალიზაციოდ ვარგისი მერქნული რესურსი გაიცემა სააგენტოს მიერ ამ წესით დადგენილი აუქციონის წესით.’’;

ნ) 38-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. ფართობის შერჩევა არ უნდა მოხდეს ტერიტორიაზე, სადაც თევზის მეურნეობის წარმოების მიზნებისათვის აუცილებელი გახდება ხის (ხეების) მოჭრა 1 ჰექტარზე 50 კუბურ მეტრზე მეტი ოდენობით. მოჭრილი მერქნული რესურსიდან სარეალიზაციოდ ვარგისი მერქნული რესურსი გაიცემა სააგენტოს მიერ ამ წესით დადგენილი აუქციონის წესით.’’;

ო) 39-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. ფართობის შერჩევა არ უნდა მოხდეს ტერიტორიაზე, სადაც სანაშენეების მიზნებისათვის აუცილებელი გახდება ხის (ხეების) მოჭრა 1 ჰექტარზე 50 კუბურ მეტრზე მეტი ოდენობით. დასაშვებია ბუჩქნარისა და ქვეტყის პირწმინდად მოჭრა (ამოძირკვის გარეშე). მოჭრილი მერქნული რესურსიდან სარეალიზაციოდ ვარგისი მერქნული რესურსი გაიცემა სააგენტოს მიერ ამ წესით დადგენილი აუქციონის წესით.’’;

პ) წესის №1 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №1

სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური

მომსახურების დასახელება

მომსახურების საფასური (დღგ-ის ჩათვლით) ლარობით

1

2

3

4

5

6

7

ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის გაცემა მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნისათვის

1 კუბური მეტრი –100 ლარი

 

 

 

 

 

მიწის ნაკვეთის შესახებ ინფორმაციის მომზადება:

მომსახურების საფასური (დღგ-ის ჩათვლით) ლარობით

მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის მომზადება

0,1 ჰა-მდე – 150 ლარი

0,1ჰა-დან

1,0 ჰა-მდე –

500 ლარი

1ჰა-დან 10 ჰა-მდე –

1000 ლარი

10ჰა-დან 100 ჰა-მდე –

 2500 ლარი

100ჰა-დან 1000 ჰა-

მდე –

3500 ლარი

1000ჰა-დან 5000 ჰა-მდე – 5000 ლარი

შენიშვნა: მე-7 სვეტში მითითებულ ფართობზე მეტი ფართობის შემთხვევაში მე-7 სვეტში მითითებულ მომსახურების საფასურს ემატება შესაბამისად მე-2 – მე-7 სვეტებში მითითებული მომსახურების საფასური ფართობის მიხედვით.

სალიცენზიო ობიექტის მომზადება:

მომსახურების საფასური (დღგ-ის ჩათვლით) ლარობით

სამონადირეო მეურნეობისათვის შერჩეული ფართობების კონტურების დადგენის მიზნით

 

1 ჰექტარი –

 1 ლარი

 

 

 

 

 

სოჭის გირჩის მოპოვებისათვის ლიცენზიის გაცემის მიზნით შერჩეული ფართობების კონტურების დადგენა

 

1 ჰექტარი –

 1 ლარი

 

 

 

 

 

მთავარი სარგებლობის ჭრებისათვის საექსპლუატაციო უბნის კონტურებისა და მარაგის, მათ შორის, მოსაჭრელი მარაგის დადგენა

ერთი სანიმუშო ფართობის საფასური

(5 სანიმუშო ფართობამდე) – 250 ლარი

ერთი სანიმუშო ფართობის საფასური

 (10 სანიმუ-შო ფართო-ბამდე) – 200 ლარი

ერთი სანიმუშო ფართობის საფასური

(100 სანიმუშო ფართობამდე) – 100 ლარი

ერთი სანიმუშო ფართობის საფასური (100 სანიმუშო ფართობი და მეტი) –

70 ლარი

ხაზობრივი ნაგებობისათვის კუთვნილი მიწის ნაკვეთის შესახებ ინფორმაციის მომზადება:

 

მომსახურების საფასური (დღგ-ის ჩათვლით) ლარობით

 

ხაზობრივი ნაგებობისათვის კუთვნილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის მომზადება

1კმ-მდე –

100 ლარი

1კმ-დან–5კმ-მდე –250 ლარი

5კმ-დან–10კმ-მდე – 500 ლარი

10კმ-დან–100კმ-მდე –

5000 ლარი

100კმ-დან –500კმ-მდე –15000 ლარი

500კმ და მეტი –30000 ლარი

ხე-ტყის დამზადების ბილეთის გაცემისათვის:

მომსახურების საფასური (დღგ-ის ჩათვლით) ლარობით

საშეშე მერქნის მოპოვებისათვის

1 კუბური მეტრი –

 3 ლარი

 

 

 

 

 

სამასალე მერქნის მოპოვებისათვის

1 კუბური მეტრი –

 3 ლარი

 

 

 

 

 

ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველისა) მოპოვების დოკუმენტის გაცემისათვის:

 

 

მომსახურების საფასური (დღგ-ის ჩათვლით) ლარობით

ერთ თვემდე ვადით ნადირობას დაქვემდებარებულ ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველისა) მოპოვების დოკუმენტის გაცემისათვის

 30 ლარი

 

 

 

 

 

ნადირობის სეზონზე ნადირობას დაქვემდებარებულ ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველისა) მოპოვების დოკუმენტის გაცემისათვის

100 ლარი.“.

 

 

 

 

 

                                                                                                                                                             “;

ჟ) წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის №2 დანართი:

 

დანართი №2

მერქნული რესურსის საკუთრების უფლებით გაცემის აუქციონის საწყისი ფასი

 

ტყის მერქნიანი სახეობები

ერთ კუბურ მეტრ მერქნულ რესურსზე აუქციონის საწყისი ფასი (დღგ-ის ჩათვლით) ლარებით

უთხოვარი, ბზა, ღვია, ძელქვა, კაკალი

51

მუხა, წაბლი, იფანი, თელა, თუთა, ნეკერჩხალი, ცაცხვი, პანტა, საღსაღაჯი

 

30

წიფელი, რცხილა, აკაცია, აკაკი, უხრავი

 

24

ფიჭვი, ნაძვი, სოჭი, კედარი, კვიპაროსი, კრიპტომერია, ტუია

 

11

 ჯაგრცხილა, ჭადარი, ტყის დანარჩენი მერქნიანი სახეობები

 

7.

                                                                                                                                                        “.

    მუხლი 2

1. ის პირი, რომელსაც ამ დადგენილების ამოქმედებამდე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ ტყის ფონდის ტერიტორიაზე განთავსებული აქვს კავშირგაბმულობის საკომუნიკაციო ნაგებობა, ვალდებულია ამ დადგენილების ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში დადოს ტყითსარგებლობის ხელშეკრულება საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – აჭარის სატყეო სააგენტოსთან და გადაიხადოს შესაბამისი საფასური.

2. ის პირი, რომელსაც ამ დადგენილების ამოქმედებამდე სარგებლობაში აქვს მიწის ნაკვეთი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ტყის ფონდის ტერიტორიაზე ვალდებულია ამ დადგენილების ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში დადოს ხელშეკრულება საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – აჭარის სატყეო სააგენტოსთან და ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებლობის თანხა ჩარიცხოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირის – აჭარის სატყეო სააგენტოს ანგარიშზე.

    მუხლი 3

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მთავრობის თავმჯდომარე          ლ. ვარშალომიძე