დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| დ. ჯალაღანიას, ე. ზღულაძის, თ. ბურჯალიანის, თ. ბერუჩაშვილის, გ. გამსახურდიას, თ. მარტიაშვილის, პ. პაპუაშვილის, ს. იმნაძის, ნ. გვაზავას, შ. კვინიხიძის, გ. ვაშაძის, ა. ყარაულაშვილის, გ. მერაბიშვილის, მ. ერგემლიძის, მ. თედორაძისა და ი. ბართაიასათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 231 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 06/05/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 55, 07/05/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №231
2009 წლის 6 მაისი
ქ. თბილისი
დ. ჯალაღანიას, ე. ზღულაძის, თ. ბურჯალიანის, თ. ბერუჩაშვილის, გ. გამსახურდიას, თ. მარტიაშვილის, პ. პაპუაშვილის, ს. იმნაძის, ნ. გვაზავას, შ. კვინიხიძის, გ. ვაშაძის, ა. ყარაულაშვილის, გ. მერაბიშვილის, მ. ერგემლიძის, მ. თედორაძისა და ი. ბართაიასათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
1. მიენიჭოთ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს დავით ჯალაღანიას, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს ეკატერინე ზღულაძეს, საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილეს თინა ბურჯალიანს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს თამარ ბერუჩაშვილს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს გიორგი გამსახურდიას, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის პირველ მოადგილეს თამარ მარტიაშვილს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის საკონსულო-ანალიტიკური სამმართველოს უფროსს პაატა პაპუაშვილს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის მრჩეველს სალომე იმნაძეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის სამმართველოს უფროსს ნათია გვაზავას, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსს შალვა კვინიხიძეს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარეს გიორგი ვაშაძეს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის სამსახურის უფროსს არჩილ ყარაულაშვილს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მრჩეველს გიორგი მერაბიშვილს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წამყვან სპეციალისტს მერაბ ერგემლიძეს, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიგრაციის სამმართველოს მთავარ სპეციალისტს მიხეილ თედორაძეს, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის საგარეო და ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორს ირინე ბართაიას უფლებამოსილება, რომ გამართონ მოლაპარაკება „ევროპის გაერთიანებასა და საქართველოს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დ. ჯალაღანიას, ე. ზღულაძის, თ. ბურჯალიანის, თ. ბერუჩაშვილის, გ. გამსახურდიას, თ. მარტიაშვილის, პ. პაპუაშვილის, ს. იმნაძის, ნ. გვაზავას, შ. კვინიხიძის, გ. ვაშაძის, ა. ყარაულაშვილის, გ. მერაბიშვილის, მ. ერგემლიძისა და მ. თედორაძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 26 თებერვლის №79 ბრძანებულება.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები